ლიბერიის დროშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლიბერიის სახელმწიფო დროშა
ლიბერია
მიღებულია 26 ივლისი, 1847
პროპორცია 10:19
სიმბოლიკა ლიბერიის დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმომწერები

ლიბერიის სახელმწიფო დროშალიბერიის სახელმწიფო სიმბოლო გერბთან და ჰიმნთან ერთად. ოფიციალურად დაამტკიცეს 1847 წლის 26 ივლისს. შეიცავს თერთმეტ ჰორიზონტალურ ზოლს, რომელთაგანაც ექვსი არის წითელი, ხოლო ხუთი — თეთრი. ზედა კუთხეში, ლურჯი ფერის მართკუთხედში, მოთავსებულია დიდი ზომის თეთრი ხუთქიმიანი ვარსკვლავი, რომელიც მოთავსებულია ცხრა ჰორიზონტალურ ზოლში[1].

სიმბოლიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თერთმეტი ჰორიზონტალური ზოლი დროშაზე გამოხატავს როგორც ლიბერიის დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე, ისე - კონსტიტუციაზე, შესრულებულ თერთმეტ ხელმოწერას[2]. ფერები მიანიშნებს გამბედაობასა (წითელი) და მორალურ სიმტკიცეზე (თეთრი). თეთრი ვარსკვლავი წარმოადგენს პირველ დამოუკიდებელ სახელმწიფოს აფრიკაში, ხოლო ლურჯი ფონი — საკუთრივ აფრიკის კონტინენტს.

საოლქო დროშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიბერია დაყოფილია თხუთმეტ ოლქად (საგრაფო), რომელთაგანაც თითოეულს თავისი განსხვავებული დროშა აქვს. თითოეულ მათგანს აერთიანებს მათზე დატანილი სახელმწიფო დროშა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Liberia Flag and Description".
  2. „HISTORY of LIBERIA“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-12. ციტირების თარიღი: 2018-01-08.