ნიმბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნიმბა
ბალახი ნიმბას მთის მწვერვალზე
ბალახი ნიმბას მთის მწვერვალზე
კოორდინატები: 7°37′21″ ჩ. გ. 8°24′20″ დ. გ. / 7.62250° ჩ. გ. 8.40556° დ. გ. / 7.62250; -8.40556
ქვეყანა კოტ-დ’ივუარის დროშა კოტ-დ’ივუარი
გვინეის დროშა გვინეა
სიმაღლე 1752 
ნიმბა — კოტ-დ’ივუარი
ნიმბა
ნიმბა — გვინეა
ნიმბა

ნიმბა (ფრანგ. Mont Nimba, რიშარ მოლარის მთა) — მთა კოტ-დ’ივუარის და გვინეის სახელმწიფო საზღვარზე დასავლეთ აფრიკაში. ყველაზე უფრო მაღალი წერტილი ორივე ქვეყანაში, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან შეადგენს 1752 მეტრს. მთა გვინეის მთიანეთის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ყოფს სახელმწიფო საზღვრებს ამ ორ ქვეყანასა და ასევე ლიბერიას შორის. უახლოესი დასახლებული პუნქტებია ქალაქი იეკეპა ლიბერიის ჩრდილოეთში და ნ'ზოო გვინეის სამხრეთ-აღმოსავლეთში.[1]

ტოპონიმიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთას სახელი დაერქვა ფრანგი გეოგრაფის ჟაკ რიშარ მოლარის პატივსაცემად, რომელიც დაიღუპა მთის კალთაზე 1951 წელს.[2] მანამდე მას სახელად ერქვა ნუონის მთა.[3]

გეოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთა მდიდარია რკინის მადნით და კობალტით. რკინის კვარციტების ფურცლების, ფიქალის და გრანიტული გნაისების ნარევი ხელს უწყობს გეოლოგიური ნიადაგის წარმოქმნას.

კონსერვაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიმბას მთაზე მდებარეობს ნიმბას მთის ნაკრძალი, რომელიც დღეისათვის მოიცავს 17 540 ჰა-ს.

დაცული ტერიტორიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონის ბიომრავალფეროვნებისათვის მთის დიდი მნიშვნელობა მტკიცდება იმითაც, რომ 1980 წლიდან ნიმბას მთის ნაკრძალის გვინეის ნაწილი შეყვანილია ბიოსფერული რეზერვატების მსოფლიო ქსელში, ხოლო 1981 წელს მთა გვინეის და კოტ-დ’ივუარის ტერიტორიაზე შეიყვანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტების სიაში.[4]

მთაზე და მის ახლო შემოგარენში არ არსებობს ადამიანების დასახლებები, მაგრამ უშუალოდ მთის ძირში მდებარეობს დაახლოებით 10 დასახლება.[5].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Colombant, Nico (30 January 2008)."Villagers Resist Environmentalists Around Guinea's Mount Nimba". Voice of America.
  2. Westermann, Diedrich; Smith, Edwin William; Forde, Cyril Daryll (1951). Africa. Oxford University Press. p. 335.
  3. (1969) West Africa. London: Methuen. ISBN 0-416-26900-1. 
  4. Mount Nimba Strict Nature Reserve. იუნესკო. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-07-04. წაკითხვის თარიღი: 2010-10-30.
  5. Monts Nimba. BirdLife International. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-07-04. წაკითხვის თარიღი: 2010-10-30.