შინაარსზე გადასვლა

ასტარის რაიონი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რაიონი
ასტარის რაიონი
Astara rayonu
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
დაქვემდებარება ლენქორანის ეკონომიკური რაიონი
ადმ. ცენტრი ასტარა
კოორდინატები 38°30′00″ ჩ. გ. 48°40′00″ ა. გ. / 38.50000° ჩ. გ. 48.66667° ა. გ. / 38.50000; 48.66667
მმართველი გაზანფარ აღაევი
დაარსდა 1930
ფართობი 616 კმ²
ოფიციალური ენა აზერბაიჯანული
მოსახლეობა 89 486 (2005) კაცი
სიმჭიდროვე 140 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა აზერბაიჯანელები, თალიშები და სხვა
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მუსულმანები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +994 195
საფოსტო ინდექსი AZ0700
საავტომობილო კოდი 07
ოფიციალური საიტი http://astara-ih.gov.az/
300
300

ასტარის რაიონი (აზერ. Astara rayonu) — ადმინისტრაციული ერთეული აზერბაიჯანის სამხრეთ-აღმოსავლეთით. ცენტრი — ქალაქი ასტარა.

ასტარის რაიონი შეიქმნა 1930 წლის 8 აგვისტოს. 1963 წლის 4 იანვარს გაუქმდა და ტერიტორია გადაეცა ლენქორანის რაიონს. 1965 წლის 6 იანვარს იგი აღდგა.

ესაზღვრება ჩრდილო-დასავლეთით ლერიქისა და ჩრდილო-აღმოსავლეთით ლენქორანის რაიონებთან, აღმოსავლეთით კი კასპიის ზღვით ირეცხება, სამხრეთითა და დასავლეთით ირანის ისლამურ რესპუბლიკას ესაზღვრება.

დასავლეთის რეგიონის რელიეფი მაღალმთიანი (თალიშისა და ფეშთაზარის ქედები), აღმოსავლეთით - დაბლობები (ლენქორანის დაბლობი). მაღალმთიან რაიონებში, მწვერვალები 2000 მეტრს აღწევს. მოიპოვება თიხა, მდებარეობს რამდენიმე მინერალური წყარო[1].

კასპიის ზღვის სანაპიროზე არის ქვიშიანი ადგილები. რეგიონის 37,4 ჰექტარი დაფარულია ტყეებით. მცენარეებისგან გამოირჩევა წაბლის მუხა, ლენქორანული ხერკინა, აბრეშუმა აკაცია, ძელქვა, ასევე რცხილა, თხილი, კაკალი, ცაცხვი და სხვა.

ლანდშაფტი წარმოდგენილია დაბლობით, მინდვრითა და მთის ტყით. ტყეში ცხოვრობენ დათვი, ველური კატა, ჯიქები, მელიები, ტურები, მაჩვები, მგლები, გარეული ღორი და სხვა. ფრინველებიდან — ხოხბები, ყანჩები, ბატები, იხვები, მტრედები, ფაფრები და სხვა. ტერიტორიაზე მდებარეობს ჰირკანის ეროვნული პარკი.

კლიმატი ზომიერად ცხელია, ზაფხული მშრალია. კლიმატი ნოტიო სუბტროპიკულია დაბლობზე და მთისწინეთში. იანვრის საშუალო ტემპერატურა -1,5 დან 4 °С-მდე, 15 ივლისს - 25 °С. საშუალო წლიური ნალექი არის 1200-1750 მმ. მაღალმთიან რაიონში უამრავი მთის მდინარეა.

რეგიონის ცნობილი მდინარეებია ასტარაჩაი და თანგერუდი.

1976 წელს მოსახლეობის სიმჭიდროვე იყო 90,3 ადამიანი კმ², 2009 წელს ეს ციფრი იყო 155 ადამიანი კმ²[2].

2009 წლის მოსახლეობის მონაცემების მიხედვით მოსახლეობის 78 % ცხოვრობდა სოფლებში[3].

მოსახლეობის რაოდენობა
1939 1959 1970 1976 1979 1989 1991 1999 2009 2013 2014 2018
28 963 30 666 47 103 55 600 59 653 69 315 70 900 84 319 96 230 101 200 102 600 108 367

ადმინისტრაციული მოწყობილობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასტარის რაიონში აღმასრულებელი ხელისუფლების 15 წარმომადგენლობა და 50 მუნიციპალიტეტია.

საბჭოთა პერიოდში სოფლის მეურნეობა ფართოდ იყო განვითარებული, განსაკუთრებით ჩაის, ციტრუსებისა და ბოსტნეულობის მოყვანა. 1975 წელს რეგიონში 15 სახელმწიფო ფერმა მუშაობდა.

ახლა რეგიონი ეკუთვნის ლენქორანის ეკონომიკურ რეგიონს. ასტარის რაიონი ძირითადად სოფლის მეურნეობითაა ცნობილი. რაიონში ყვავის მებოსტნეობა, ჩაის მოყვანა, მებაღჩეობა, მესაქონლეობა. ასტარის რაიონში 70 საფერმერო მეურნეობა, სადაც მოჰყავთ ჩაი, მანდარინები, ლიმონი, ფორთოხალი, ფეიხოა, პომიდორი, კომბოსტო, კიტრი, ბადრიჯანი, ბრინჯი, კარტოფილი[2].

რაიონში მოქმედებენ საერთაშორისო სატვირთო და ნავთობ ტერმინალები, მოდულური ელექტროსადგური, საერთაშორისო გაზის კომპრესორი სადგური, ორი საკონსერვო ქარხანა, თევზის საკონსერვო ქარხანა, აგურის, ღორღისა და ასფალტის ქარხნები, 3 ჩაის ქარხნა, 12 ბრინჯისა და 4 ფქვილის ქარხნები[1].

ალიათ-ასტარა-ირანის გზატკეცილით, ბაქო-ასტარის სარკინიგზო მაგისტრალის გავლით, ასტარა-რეშტ-ქაზვინის სარკინიგზო მაგისტრალისა და ჰაჯიქაბულ-ასტარა-აბადანის გაზსადენის მშენებლობა მიმდინარეობს[4].

რაიონში 18 ავტომატური სატელეფონო სადგური და 20 საფოსტო ოფისი მდებარეობს.

1932 წლიდან რაიონში გამოიცემა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი „ასტარა“[5], ასევე ჟურნალი „ალოვი“. 1930 წელს რაიონის ტერიტორიაზე დაიწყო რადიო მაუწყებლობა[6].

ასტრას რაიონი მდიდარია არქიტექტურული ძეგლების რაოდენობით. რაიონის ერთ-ერთ სოფელში მდებარეობს ქალაქ ქირქთურბეს ნაშთები (X—XII სს), ასევე აჰმედ ინბ ქერიმის მავზოლეუმი, რომელიც თარიღდება 1472 წლით. გარდა ამისა რაიონში უამრავი მეჩეთია[1].

2009 წლისთვის რაიონში იყო 17 სკოლამდელი დაწესებულება, 63 საშუალო სკოლა, რომელშიც 17 764 მოსწავლე სწავლობდა იმ დროისთვის, სპეციალური საშუალო სკოლა, მუსიკალური სასწავლებელი, 55 კლუბი, მუზეუმები, ხელოვნების გალერეა და 80 ბიბლიოთეკა[1].

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Astara rayonu // Azərbaycan Milli Ensiklopediyası / M. K. Kərimov. — Bakı: Azərbaycan Milli Ensiklopediyası, 2010. — Т. II.
  2. 2.0 2.1 Астара рајону // Азербайджанская советская энциклопедия: в 10 томах = Азәрбајҹан Совет Енсиклопедијасы (азерб.) / Ҹ. Гулијевин редаксијасы илә. — Б.: АСЕ-нын баш редаксијасы. — Т. 1. — С. 443—444.
  3. Общегосударственная перепись населения Азербайджана. 2009, Баку.
  4. Astara rayonu // Azərbaycan Milli Ensiklopediyası / M. K. Kərimov. — Bakı: Azərbaycan Milli Ensiklopediyası, 2007. — Т. Azərbaycan. (азерб.)
  5. “Astara” qəzetinin 85 illik yubileyi qeyd olunub
  6. Астара рајону // Азербайджанская советская энциклопедия: в 10 томах = Азәрбајҹан Совет Енсиклопедијасы (азерб.) / Ҹ. Гулијевин редаксијасы илә. — Б.: АСЕ-нын баш редаксијасы. — Т. 1. — С. 443—444.