სიაზანის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმინისტრაციული ერთეული
სიაზანის რაიონი
აზერ. Siyəzən rayonu
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ადმ. ცენტრი სიაზანი
კოორდინატები 40°59′00″ ჩ. გ. 49°11′00″ ა. გ. / 40.98333° ჩ. გ. 49.18333° ა. გ. / 40.98333; 49.18333
მმართველი Novruz Näcäfoğlu
დაარსდა 11 თებერვალი, 1940
ფართობი 700 კმ²
მოსახლეობა 42 200[1]
სატელეფონო კოდი 994 23
საფოსტო ინდექსი AZ 5300
საავტომობილო კოდი 53
ოფიციალური საიტი http://siyezen-ih.gov.az
სიაზანის რაიონი — აზერბაიჯანი
სიაზანის რაიონი

სიაზანის რაიონი (აზერ. Siyəzən) — აზერბაიჯანის ერთ-ერთი რაიონი. მისი ადმინიტრაციული ცენტრია სიაზანი. ამ ტერიტორიაზე 2011 წლის მონაცემებით 38 400 ადამიანი ცხოვრობს.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქს ადრე ქისილ-ბურუნი ერქვა. ეს ტერიტორიები ადრე მშრალი უდაბნო იყო, მაგრამ მას შემდეგ რაც ბაქო-შოლარის მილსადენის აშენება მოხდა 1911-1996 წლებში, ხალხი აქ მიმდებარე სოფლებიდან ჩამოსახლდა, როგორც სამუშაო ძალა. ამ ტერიტორიის, როგორც საცხოვრებელი ადგილის გარდაქმნაში, დიდი როლი ითამაშა რკინიგზა „ქისილ-ბურუნმა“.

1938-1939 წლებში გეოლოგებმა აღმოაჩინეს ნავთობის საბადოები სიაზანის რაიონში. მას შემდეგ, რაც ამ რეგიონში პირველი ნავთობის ჭაბურღილები გააკეთეს, აზერბაიჯანის სხვადასხვა ადგილიდან ბევრმა ადამიანმა აქ დასახლება დაიწყო.

პირველად სიაზანის რაიონი დაარსდა 1940 წლის 11 თებერვალს. რაიონის პირველი ხელმძღვანელი იყო ჰანიფა ჰუსეინოვი. 1959 წელს მას რაიონის სტატუსი ჩამოერთვა და შედიოდა შაბრანის რაიონის შემადგენლობაში. 1992 წლის 2 აპრილს სიაზანის საზღვრები აღდგა აზერბაიჯანის უმაღლესი საბჭოთა გადაწყვეტილებით. ქისილ-ბურუნს, მოგვიანებით 1954 წელს სიაზანი დაარქვეს (მისი ცენტრი იყო). 1992 წელს რაიონის სტატუსი კვლავ გადაეცა, მაგრამ გარკვეული ტერიტორიები მაიც სხვა რაიონს დარჩა.[3]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიაზანის რაიონის მოსახლეობა 40,5 ათასია (2015 წლის 1 იანვარის მონაცემებით). სოფლის მოსახლეობა რომელიც შეადგენს 33,39 %-ს შედარებით მცირეა ქალაქში მცხოვრებ მოსახლეობასთან შედარებით, რომელიც შეადგენს 65.61 %-ს (2009 წლის 13–22 აპრილის მონაემები). მთლიანი მოსახლეობიდან 49.8 % მამაკაცია, 50.2 % კი ქალი. 2009 წლის აღწერის მონაცემებით, მოსახლეობის ძირითადი აზერბაიჯანელები არიან. მაგრამ რეგიონში ცხოვრობენ ლეზგები, რუსები, თურქები, თათრები, უკრაინელები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები. [4]

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდუსტრია: სიაზანი არის ინდუსტრიული რაიონი. აქ ძირითადი ბუნებრივი რესურსებია: ნავთობი, ბუნებრივი აირი, ქვიშა, ხრეში, თიხა. ასევე ეკონომიკისთვის მხიშვნელოვანია სამთო ინდუსტრია. რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე არის 4 დიდი და საშუალო, 8 კი მცირე სამრეწველო საწარმო, ორი ფქვილის ქარხანა, რომელიც ეკუთვნის ინდივიდუალურ მეწარმეებს, ასევ არის საცხობი, ავეჯის მაღაზიები და პლასტმასის საწარმოები. 2016 წელს დამზადდა 11 121,2 ათასი მანათის ღირებულების პროდუქტები. სამრეწველო წარმოების მთლიანი მოცულობის 61.3 % არის სახელმწიფო საკუთრებაში, 38.3 % კი კერძო საკუთრებაშია.

სოფლის მეურნეობა: 70 300 ჰექტარიდან 38 110 ჰექტარი მიწის ან სხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთებს უკავია, მათ შორის 8900 ჰექტარ ფართობზე არის ნათესები. სოფლის მეურნეობაში დომინირებს მარცვლეული კულტურები და მეცხოველეობა. 2016 წელს რეგიონში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებამ 72 184,8 ათას მენათს შეადგენდა.

2016 წელს რეგიონში მოიყვანეს სულ 6083 ტონა მარცვლეული, აქედან 195,1 ტონა იყო სიმინდი, 358 ტონა კარტოფილი, 1148 ტონა ბოსტნეული, 1002 ტონა ნესვი, 1202 ტონა ხილი და 242 ტონა ყურძენი. დაირგო თხილი 100 ჰექტარზე და 18 ჰექტარზე დაირგო ზეთისხილი. 2017 წლის დასაწყისში, პირუტყვის რაოდენობა რეგიონში 13 024-ს შეადგენდა, ცხვრის და თხის რაოდენობა კი 54 375 იყო. სულ აწარმოეს 19 066,9 ტონა ხორცი, ასევე 16 924.9 ტონა ფრინველი, 12 287 ტონა რძე, 12,3 მილიონი კვერცხი და 89 ტონა მატყლი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Everett-Heath, John (2018). „Siyäzän“. The Concise Dictionary of World Place-Names (4 ed.). Oxford University Press. ISBN 978-0191866326.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Azərbaycan Respublikasının inzibati–ərazi vahidləri. — Kənd rayonları, səhifə 870–871. // Azərbaycan Milli Ensiklopediyası. 25 cilddə. Məsul katib akademik T. M. Nağıyev. "Azərbaycan" cildi. Bakı: "Azərbaycan Milli Ensiklopediyası" Elmi Mərkəzi, 2007, 884 səhifə. ISBN 9789952441017

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.stat.gov.az/source/demoqraphy/ap/az/population_2019.zip
  2. „Siyəzən rayonu“. The State Statistical Committee of the Republic of Azerbaijan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-11. ციტირების თარიღი: 2019-10-14.
  3. „Сиязаньский район“. azerbaijan.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-25.
  4. Information on the administrative-territorial unit :Siyazan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-17. ციტირების თარიღი: 2019-10-14.