ლენქორანის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლენქორანის რაიონი
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ადმ. ცენტრი ლენქორანი
კოორდინატები 38°45′00″ ჩ. გ. 48°51′00″ ა. გ. / 38.75000° ჩ. გ. 48.85000° ა. გ. / 38.75000; 48.85000
დაარსდა 8 აგვისტო 1930
ფართობი 1,539 კმ²
ცენტრის სიმაღლე 51 მეტრი
მოსახლეობა 223,100 (2016)[1]
სატელეფონო კოდი 994 25[2]
საფოსტო ინდექსი AZ 4200
საავტომობილო კოდი 42
ISO 3166 კოდი AZ-LA[3]
A-Lankaran.PNG

ლენქორანის რაიონი (აზერ. Lənkəran) — აზერბაიჯანის ერთ-ერთი რაიონი. ლანქორანის რაიონი როგორც ადმინისტრაციული ოლქი დაარსდა 1930 წლის 8 აგვისტოს. რაიონის ტერიტორია 1,539 კმ2-ს მოიცავს. რაიონში არის 2 ქალაქი, 8 დასახლებული პუნქტი და 83 სოფელი. მანძილი ბაქოდა ცენტრალურ ნაწილამდე 268 კმ-ს შეადგენს.[4][5]რაიონის სატელეფონო კოდია (+994) 25.[6]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქეოლოგიური გათხრები მიუთითებს იმაზე, რომ ხალხი ამ რეგიონში ცხოვრობდა, მინიმუმ ბრინჯაოს ხანიდამ (ძვ. წ. მე-3 ან მე-2 ათასწლეული). ლენქორანის მიმდებარე ტერიტორიას აქვს ნაყოფიერი ნიადაგი, ის მდიდარის წყლის რეზერვებით და აქ ძირითადათ არის ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი, მაქსიმალური წლიური ნალექით 1,600-დან 1,800 მმ-მდე, ყველაზე მაღალი ნალექი აზერბაიჯანში ამ რეგიონში გვხვდება, ძირითადათ მისდევენ სოფლის მეურნეობის, მესაქონლეობის, მებაღეობის, თევზაობის, ფუტკრის მოშენებას, აბრეშუმის წარმოებას და ა.შ. ტერიტორიის განვითარებას ხელი შეუწყო აგრეთვე მისმა ადგილმდებარეობამ, როგორც ძველ იმპერიებს შორის კომუნიკაციის წერტილმა, რამაც გამოიწვია ვაჭრობის განგითარება, რომელიც კასპიის ზღვის სანაპიროს გასწვრივ ხდებოდა.

1747–1813 წლებში ლენქორანი იყო თალიშის სახანოს მთავარი ქალაქი. 1813 წლის გულისტანის საზავო ხელშეკრულებაის შემდეგ, სახანოს ჩრდილოეთ ტერიტორია დაიპყრო რუსეთმა, ხოლო დანარჩენი ნაწილი 1826-1828 წლების რუსეთ-სპარსეთის საბოლოო ომის დროს დაიმორჩილეს. 1828 წელს თურქმენჩაის ზავის შემდგომ სახანო გაუქმდა. მე-19 საუკუნის განმავლობაში, ლენქორანმა რუსეთში გაიტანა ბრინჯი, აბრეშუმი, ბოსტნეული, ხე და თევზი. XX საუკუნის განმავლობაში ჩაის გადამამუშავებელი ინდუსტრია მნიშვნელოვანი გახდა რაიონში.[7]

ტერიტორია იყო მუღანის სოციალისტური რესპუბლიკის ცენტრი 1919 წლის განმავლობაში. ისტორია გარკვეულწილად განმეორდა 1993 წელს, არასტაბილურობის პერიოდში, რომელიც მოჰყვა აზერბაიჯანის სსრ-ს დამოუკიდებლობის მოპოვება 1991 წელს, ლენქორანი და მიმდებარე ტერიტორიები გამოცხადებული იქნა თალიშ-მუღანის ავტონომიურ რესპუბლიკად, მაგრამ ეს ასე იყო 1993 წლის ივნისიდან და აგვისტომდე. დღეს ეს რეგიონი აზერბაიჯანის რესპუბლიკის განუყოფელი ნაწილია.

ბუნებრივი აირის წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წლის სამი თვის განმავლობაში, გარკვეული ზომები იქნა მიღებული იმისათვის, რომ ქალაქში საცხოვრებელი ადგილები და კომპანიები გაზით მოემარაგებიათ. ამრიგად, 43 565 ადამიანს მიეწოდება ბუნებრივი აირი, შეიქმნა 252 კმ წყლის ხაზები სხვადასხვა დიამეტრით, შეიცვალა 291 დეფექტური მილი ახლით. დღეისათვის, 65 დასახლებული პუნქტია, მათ შორის ლენქორანი და ქალაქი ლიმანი, რომლებსაც ბუნებრივი აირი მიეწოდებათ, რაც შეადგენს რაიონის მთლიანი მოსახლეობის 90.1%-ს. [8]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]