გუსარის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გუსარის რაიონი
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ადმ. ცენტრი გუსარი
კოორდინატები 41°25′00″ ჩ. გ. 48°26′00″ ა. გ. / 41.41667° ჩ. გ. 48.43333° ა. გ. / 41.41667; 48.43333
დაარსდა 8 აგვისტო 1930
ფართობი 1,542 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1,284 მეტრი
საფოსტო ინდექსი 3800
ISO 3166 კოდი AZ-QUS[1]
A-Qusar.PNG

გუსარის რაიონი (აზერ. Qusar rayonu, ლეზ. КцIар район) — აზერბაიჯანის ერთ-ერთი რაიონი. მდებარეობს აზერბაიჯანის ჩრდილოეთ ნაწილში. მისი ადმინისტრაციული ცენტრი არის ქალაქი გუსარი.[2][3][4]

რაიონი ესაზღვრება დაღესტნის რესპუბლიკას (რუსეთი) და ყუბისა და ხაჩმაზის რაიონებს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიონში ყველაზე ადრეული ქანები მიეკუთვნება იურულ პერიოდს და თარიღდება 135–145 მილიონი წლით. დადგენილია, რომ გუსარის რაიონში ადამიანები უკვე ცხოვრობდენ ძვ. წ. II ათასწლეულიდან მოყოლებული. ხოლო სხვა არქეოლოგიური აღმოჩენები თარიღდება ძვ. წ. I ათასწლეულით.[5]

რეგიონი დაარსდა 1930 წელს და გილის რაიონს უწოდებდნენ . მისი ადმინისტრაციული ცენტრი მდებარეობდა სოფელ გილში. 1934 წელს, რაიონის ცენტრი გადავიდა გუსარში, ხოლო 1938 წელს დაერქვა გუსარის რაიონი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუსარი მდებარეობს ევრაზიის კონტინენტზე, მთავარი კავკასიონის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ მიდამოებში. მთები, რომელთა შორის ასევე არის შაჰდაღის მთა, იკავებს რაიონის ტერიტორიის დიდ ნაწილს. რაიონის ტერიტორია მდებარეობს აზერბაიჯანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. გუსარი რესპუბლიკის უნიკალურ კარიბჭეს წარმოადგენს. ჯერ კიდევ ძველ დროში რაიონის ტერიტორია კარგ პოზიციას იკავებდა მთავარი სავაჭრო გზების გასასვლელთან. რეგიონის ცენტრალური ქალაქი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოდან დაშორებულია 179 კილომეტრით. მისი ფართობი მოიცავს 1 542 კმ 2-ს, რაც აზერბაიჯანის ტერიტორიის 1.7% -ს შეადგენს. გუსარი რიგით მე -14 უდიდესი რაიონია აზერბაიჯანში.

გუსარის რაიონის ადგილობრივი რელიეფი მთებისა და ხეობებისაგან შედგება. რაიონში გავრცელებულია მინერალური წყაროები, როგორებიცაა: კირქვა, კალკოპირიტი, ლიმონიტი და მარმარილო. გუსარი და სამური არის რაიონის მთავარი მდინარეები.[6]

რაიონის საზღვრების მთლიანი სიგრძე 225 კილომეტრია. მას ესაზღვრება:

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წლის მონაცემებით, რაიონის მოსახლეობა 85 899 ადამიანს შეადგენდა. აქედან 98.67% ლეზგები, ხოლო 0.86% აზერბაიჯანელები იყვნენ. [7]2009 წლის მონაცემებით, ლეზგები შეადგენდნენ 90,5%, აზერბაიჯანელები 9,1%, ხოლო სხვა ეროვნების წარმომადგენლები 0.4% -ს. 2016 წლის მონაცემებით, რიონის მოსახლეობა გაიზარდა 96 199 ადამიანამდე.[8]ლეზგები შეადგენდნენ აზერბაიჯანის მთლიანი მოსახლეობის 2% -ს, რომლებიც დასახლდნენ გუსარის რაიონში.[9][10]

2017 წელს ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 21%, ხოლო მოსახლეობის დანარჩენი 79% სოფლებში ცხოვრობს. [6]

სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, 2018 წლის მდგომარეობით, ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 97 200 ადამიანს, რაც გაიზარდა 15 400 ადამიანით (დაახლოებით 18,8 პროცენტით) 2000 წლიდან მოყოლებული. 2000 წელს მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 81 800 ადამიანს.[11] მთლიანი მოსახლეობიდან 48 600 მამაკაცია, ხოლო 48 600 კი ქალი.[12] მოსახლეობის 26,9 პროცენტზე მეტს (დაახლოებით 26 200 ადამიანი) შეადგენენ 14–29 წლების ფარგლებში მყოფი მოზარდები და ახალგაზრდები.[13]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. MusicBrainz — 2000.
  2. Qusar“. 
  3. Кусарский район“. 
  4. Gusar“, discoverazerbaijan.az. 
  5. QUSAR RAYON İCRA HAKİMİYYƏTİ. Tarixi.
  6. 6.0 6.1 About - QUSAR RAYON Icra Hakimiyyəti. წაკითხვის თარიღი: 2018-07-05
  7. Qusar rayonu“, The State Statistical Committee of the Republic of Azerbaijan. 
  8. QUSAR RAYON İCRA HAKİMİYYƏTİ.
  9. Verda, Matteo (2014-12-16). id=I957CAAAQBAJ&pg=PA17&dq=Qusar+district&hl=en&sa=X&ved=0ahUKEwjUrP3GtIXcAhVFCpoKHTOsBMEQ6AEIJzAA#v=onepage&q=Qusar%20district&f=false Azerbaijan: An introduction to the Country (en). Edizioni Epoké. ISBN 9788898014361. 
  10. Nuriyev, Elkhan (2007). The South Caucasus at the Crossroads: Conflicts, Caspian Oil and Great Power Politics (en). Lit. ISBN 9783825862169. 
  11. Political division, population size and structure: Population by towns and regions of the Republic of Azerbaijan en. წაკითხვის თარიღი: 2018-12-18
  12. Political division, population size and structure: Population by sex, towns and regions, urban settlements of the Republic of Azerbaijan at the beginning of the 2018 en. წაკითხვის თარიღი: 2018-12-18
  13. Political division, population size and structure: Population at age 14-29 by towns and regions of the Republic of Azerbaijan at the beginning of the 2018 en. წაკითხვის თარიღი: 2018-12-18