მთიანი შირვანის რეგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მთიანი შირვანის რეგიონი

მთიანი შირვანის (ეკონომიკური) რეგიონი (აზერ. Dağlıq Şirvan iqtisadi rayonu) — აზერბაიჯანის ეკონომიკური რაიონებიდან ერთ-ერთი. რეგიონში შედის შემდეგი რაიონები: აღსუს, ისმაილის, გობუსტანის და შემახის.

ფართობი — 6130 კმ²-ია, რაც მთლიანი აზერბაიჯანის ტერიტორიის 7% შეადგენს. მოსახლეობა — 304,0 ათასი კაცი (2015 წლის მონაცემებით).[1]

მრეწველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონში მოიპოვება: ნავთობი, ბუნებრივი აირი, ნავთობის ფიქალი. მთიანი შირვანი არ არის მდიდარი მინერალებით. ძირითადად, აქ არსებობს: ქვა, ხრეში, ქვიშა, კირქვა და სხვა სამშენებლო მასალები. დიდი მნიშვნელობა აქვს მშენებლობისთვის თიხის დეპოზიტები, რომელიც არსებობს შემახის, აღსუს და ისმაილის რაიონებში.

რეგიონის მრეწველობა, რომელიც შედგება მსუბუქი და კვების მრეწველობისგან, არსებობს სოფლის მეურნეობის პროდუქციის დამუშავების საფუძველზე. მსუბუქი მრეწველობა წარმოდგენილია მეღვინეობით, მეხილეობით, ხალიჩების ქსოვით და სამკერვალო საწარმოებით. არსებობს ყველის წარმოების ქარხნები, საკონსერვო ქარხნები, კონტეინერების წარმოების საწარმოები. გარდა ამისა, ფუნქციონირებს ხის გადამამუშავებელი, სამშენებლო მასალების დასამზადებელი, სასოფლო ტექნიკის შესაკეთი საწარმოები.

სოფლის მეურნეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის მეურნეობის ძირითადი სფეროებია: მევენახეობა, მეღვინეობა, მეცხოველეობა და მარცვლეულის მოყვანა. მთიან რაიონებში მოყვანილია კარტოფილი, ხოლო ვაკეებზე — ბამბა. რეგიონში განვითარებულია: მეფუტკრეობა, მეაბრეშუმეობა, მებაღეობა, ასევე გაშენებულია ბოსტნეული და ხილი. განვითარებულია მეცხვარეობა და მესაქონლეობა. მტკნარი წყლის მარაგის ნაკლებობა წარმოადგენს რეგიონის მთავარ პრობლემას.

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონის ტერიტორიაზე გადის რკინიგზის ხაზი ბაქო-თბილისი. რკინიგზის გარდა, რეგიონის ტერიტორიაზე გადის სარესპუბლიკო მნიშვნელობის ავტომაგისტრალები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]