ნახიჩევანის რეგიონი

ნახიჩევანის (ეკონომიკური) რეგიონი (აზერ. Naxçıvan iqtisadi rayonu) — აზერბაიჯანის ეკონომიკური რაიონებიდან ერთ-ერთი. რეგიონი შეიცავს ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას, რომელიც წარმოდგენილია ანკლავის სახით. დასავლეთით მისი მოსაზღვრეა თურქეთი, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით — სომხეთი, სამხრეთით — ირანი. რეგიონში შედის შემდეგი რაიონები: ბაბექი, ჯულფა, კანგარლი, ორდუბადი, სადარაქი, შაჰბუზი და შარური. ასევე, ქალაქი ნახიჩევანი.
ფართობი — 5500 კმ²-ია, რაც მთლიანი აზერბაიჯანის ტერიტორიის 6% შეადგენს. მოსახლეობა — 439,8 ათასი კაცი (2015 წლის მონაცემებით).[1]
მრეწველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეგიონში მოიპოვება: მოლიბდენი, დოლომიტი, მარმარილო, სამშენებლო მასალები (თაბაშირი და ტრავერტინი).
რეგიონის მრეწველობა ძირითადად წარმოდგენილია მსუბუქი და კვებითი მრეწველობით.
- მსუბუქი მრეწველობის საწარმოებია: კერვის, ქსოვის, ხალიჩების ქსოვის, ელექტროტექნიკის, ალუმინის ჭურჭელის საწარმო, ავეჯის და სხვ. გარდა ამისა, არსებობს რკინაბეტონის საწარმო, ქვიშის და ხრეშის კარიერი.
- კვების მრეწველობის საწარმოებია: თამბაქოს ფერმენტაციის ქარხნები, მინერალური წყალის ჩამომსხმელი ქარხანა, თევზის წარმოების ქარხანა.
სოფლის მეურნეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფლის მეურნეობის ძირითადი სფეროებია: მეღვინეობა, თამბაქოს, ხილის და ხორბლის მოყვანა. ასევე ამ ტერიტორიაზე იზრდება შაქრის ჭარხლი, ბოსტნეული და ყვავილები. სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიების სარწყავად გამოიყენება არაქსზე შექმნილი წყალსაცავი. განვითარებულია მეცხვარეობა და მეფუტკრეობა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აზერბაიჯანის ეკონომიკური რუკა დაარქივებული 2015-06-28 საიტზე Wayback Machine.
- აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო პროგრამა რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების (2004-2008 წწ). დაარქივებული 2016-10-13 საიტზე Wayback Machine.
- აზერბაიჯანის რეგიონები
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|