უჯარის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმინისტრაციული ერთეული
უჯარის რაიონი
აზერ. Ucar rayonu
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ადმ. ცენტრი უჯარი
კოორდინატები 40°29′50″ ჩ. გ. 47°38′40″ ა. გ. / 40.49722° ჩ. გ. 47.64444° ა. გ. / 40.49722; 47.64444
მმართველი Mansur Mammadov
დაარსდა 24 იანვარი, 1939
ფართობი 867 კმ²
მოსახლეობა 86 582 (2017)
სატელეფონო კოდი 170
საავტომობილო კოდი 61
ოფიციალური საიტი http://ucar-ih.gov.az/
უჯარის რაიონი — აზერბაიჯანი
უჯარის რაიონი

უჯარის რაიონი (აზერ. Ucar Rayonu)[1]აზერბაიჯანის ერთ-ერთი რაიონი. მდებარეობს გოქჩაის სამხრეთით, დედაქალაქ ბაქოდან 234 კილომეტრის დაშორებით. ამ რეგიონში გადის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1840 წლის 10 აპრილის, ადმინისტრაციული რეფორმის თანახმად, რაიონი იყო კასპიის პროვინციის ნაწილი, ხოლო 1846 წელს შეუერთდა შემახის გუბერნიას. 1859 წელს შემახში მოხდა მიწისძვრა, რის შემდეგაც გუბერნიის ცენტრი ბაქოში გადაიტანეს.[3] უჯარის რაიონი შეიქმნა 1939 წლის 24 იანვარს, როგორც დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ერთეული გოქჩაის რაიონის ნაწილიდან.[4][3] რაიონის ტერიტორია შეიცვალა 1963 წელს. ამრიგად, ზარდაბის ოლქი გაუქმდა 1963 წელს, მისი ტერიტორია კი შეუერთდა უჯარის რაიონს. 1965 წელს ზარდაბის ოლქი განცალკევდა უჯარისგან, როდესაც იგი აღადგინეს, როგორც დამოუკიდებელი რაიონი. [3]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უჯარის რაიონი მდებარეობს ბაქოდან დასავლეთით დაახლოებით 240 კილომეტრში, შირვანის დაბლობზე. მის ტერიტორიაზე მდებარეობს 32 დასახლებული პუნქტი. მას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება გოქჩაის რაიონი, აღმოსავლეთიდან ქურდამირის, სამხრეთიდან ზარდაბის, ხოლო დასავლეთიდან კი აღდაშის რაიონი. ტერიტორიის გეოგრაფიული მდებარეობა საკმაოდ ხელსაყრელია ეკონომიკურად. ბაქო-თბილისის საავტომობილო გზა და აგრეთვე ძველი აბრეშუმის გზის რეკონსტრუქცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს მისი ადგილმდებარეობის ეკონომიკურ მნიშვნელობაში.

ტერიტორია ძირითადად ვაკე-დაბლობებისგან შედგება. რაიონის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილები მდებარეობს ზღვის დონიდან უფრო ქვემოთ. ტერიტორიის მთლიანი ფართობი 83 398 ჰექტარს შეადგენს.[5]

დეომოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წლის მონაცემებით, უჯარის რაიონის მოსახლეობა სავარაუდოდ 77 900 ადამიანს შეადგენდა, რომელთაგანაც 22 % ქალაქებში, ხოლი 78 % კი სოფლებში ცხოვრობდა.[6] სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის ანგარიშის თანახმად, 2010 წელს მოსახლეობის მთლიანმა რაოდენობამ 71,9 ათასი ადამიანს მიაღწია. 2018 წლისთვის გაიზარდა 15 800 ადამიანით და შეადგენდა 87,7 ათასს.[7]

მეურნეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეურნეობა მოიცავს მარცვლეულის, ნესვის, კოწახურის და მშრალი სუბტროპიკული ხილის მოყვანას, ასევე ბამბის მოშენების, მეცხოველეობას, მევენახეობასა და მეფრინველეობას.

1902 წელს რეგიონში აშენდა ძირტკბილას ფესვის გადამამუშავებელი ქარხანა. ეს ქარხანა უჯარში პირველი სამრეწველო საწარმო იყო. 1953 წელს ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც დაიწვა. ხანძრის შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეჩერდა სამუშაოები, და რეკონსტრუქციის შემდეგ 1956 წლიდან ჩვეულებრივ დაიწყო ფუნქციონირება.[8]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Ucar Rayonu (Approved)" უჯარის რაიონი GEOnet სახელების სერვერზე,United States National Geospatial-Intelligence Agency
  2. Territorial and administrative units of Azerbaijan.
  3. 3.0 3.1 3.2 Ujar region.
  4. "Ujar Rayon" დაარქივებული 2011-07-06 საიტზე Wayback Machine. Supreme Court of Azerbaijan, in Russian, last accessed 12 November 2010
  5. Уджар. Города мира. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-24. ციტირების თარიღი: 2018-12-24.
  6. "Demographic indicators" დაარქივებული 2010-11-14 საიტზე Wayback Machine. The State Statistical Committee of the Republic of Azerbaijan
  7. Anar Samadov (www.anarsamadov.net). Population. The State Statistical Committee of the Republic of Azerbaijan. ციტირების თარიღი: 2018-12-24.
  8. Уджар, Азербайджан. gomap.az. ციტირების თარიღი: 2018-12-24.