ნაფთალანი
ქალაქი | |
---|---|
ნაფთალანი Naftalan | |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
რეგიონი | განჯა-ყაზახი |
კოორდინატები | 40°30′24″ ჩ. გ. 46°49′30″ ა. გ. / 40.50667° ჩ. გ. 46.82500° ა. გ. |
გამგებელი | როვშან იბრაჰიმოვი |
დაარსდა | 28 აპრილი, 1967 |
ფართობი | 3,57263 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 251 მეტრი |
ოფიციალური ენა | აზერბაიჯანული ენა |
მოსახლეობა | 9737 კაცი (2015) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | (+994) |
საფოსტო ინდექსი | AZ4600 |
საავტომობილო კოდი | 46 |
ოფიციალური საიტი | naftalan-ih.gov.az |
ნაფთალანი (აზერ. Naftalan) — ქალაქი აზერბაიჯანში. 2015 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 5 737 ადამიანი.მდებარეობს ბაქოდან 360 კმ-ში. ქალაქში მოიპოვება სამკურნალო ნავთობი - ნაფტალა[1]. დღეს დღეობით ქალაქის ტერიტორიაზე 18 ჭაბურღილია[2]. 2017 წელს სპა-სასტუმრო „ჩინარი“ შევიდა დსთ-ს ქვეყნების 11 საუკეთესო სანატორიუმს შორის[3].
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამ ტერიტორიაზე ნავთობი აღმოჩენილ იქნა VI საუკუნეში. წყაროების მიხედვით ქალაქი ნაფთალანი მოიხსენიება XII საუკუნეში[2]. ქალაქში საქარავნე გზა იყო, რამაც ის მიმზიდველი გახადა მოგზაურებისთვის[4]. ქალაქის სახელწოდება ნიზამი განჯევის ნაშრომებშიც იხსენიება, რომელიც XII-XIII სს მოღვაწეობდა[2].
ნაფთალანის ნავთობი გაჰქონდათ ისეთ რეგიონებში, როგორიცაა ცენტრალური აზია, ინდოეთი, ავღანეთი, სპარსეთის ყურის ქვეყნებში, ასევე კიევის რუსეთში[4].
ქალაქში პირველი ჭაბურღილი 1873 წელს გერმანელი ინჟინერის მიერ იყო დაარსებული. 1890 წელს აშენდა ნავთობგადამამუშავებელი და მალამოების წარმოების ქარხანა[2]. გერმანელმა ინჟინერმა - ეგერმა 1898 წ ქალაქ დრეზდენში გამოსცა წიგნი „მიმოხილვა ნაფტალას შესახებ“[5].
ნაფთალანის ნავთობისა და მინერალების თვისებების ლაბორატორიული შესწავლის საფუძვლები 1926 წელს განხორციელდა. იმავე წელს დაიწყო ფუნქციონირება კურორტმა "ნაფთალანმა". 1936 წელს ბაქოში ბალნეოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორია შეიქმნა ნაფთალანის ბიოლოგიური ეფექტის კვლევის ექსპერიმენტებისათვის.
1967 წელს ნაფთალანმა ქალაქის სტატუსი მიიღო. 1982 წლდან ქალაქი გარდაიქმნა სანატრორიუმისა და საკურორტო დასვენების ადგილად[4].
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი მდებარეობს მდინარე ნაფთალას ნაპირებზე, მცირე კავკასიონი ჩრდილო-აღმოსავლეთ მთისწინეთში.
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზაფხული ქალაქში ცხელია, ხოლო ზამთარი მსუბუქი. ნალექების ნორმა 250 მმ წალიწადში.
სახელისუფლებო ორგანოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადგილობრივი ხელისუფლების სათავეში დგას აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1989 წელს ნაფთალანში 7 457 ადამიანი ცხოვრობდა. 2017 წლის მონაცემებით ქალაქში 9500-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს[6].
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ისტორიული მუზეუმი[7]
- მეჩეთი
- ნიზამის პარკი
- წითელი ხიდი.
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლ'ეგლი, საფრანგეთი
- ესენტუკი, რუსეთი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნაფთალანი GEOnet სახელების სერვერზე
- World Gazetteer: Azerbaijan[მკვდარი ბმული] – World-Gazetteer.com
- Нафталан
- ნაფთალანის აღმასრულებელი ხელისუფლების ოფიციალური ვებ-გვერდი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Лечебные свойства нафталанской нефти
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 В Нафталан за чудо-нефтью
- ↑ Нафталан объявили одним из лучших санаториев в СНГ
- ↑ 4.0 4.1 4.2 Нафталан
- ↑ ვაშლთა და კულინარიის სახელმძღვანელო
- ↑ Всесоюзная перепись населения 1989 г.
- ↑ ИСТОРИКО-КРАЕВЕДЧЕСКИЙ МУЗЕЙ/НАФТАЛАН