შინაარსზე გადასვლა

ლენქორანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ლენქორანი
შეცდომა Lua: expandTemplate: template "lang-tly" does not exist
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
რეგიონი ლენქორანი
რაიონი ლენქორანი
კოორდინატები 38°45′13″ ჩ. გ. 48°51′04″ ა. გ. / 38.75361° ჩ. გ. 48.85111° ა. გ. / 38.75361; 48.85111
მმართველი Taleh Garashov
ფართობი 70 კმ²
ცენტრის სიმაღლე 76 მეტრი
ოფიციალური ენა აზერბაიჯანული ენა
მოსახლეობა 51 300 (2014)[1]
სასაათო სარტყელი UTC+04:00 და UTC+05:00
საფოსტო ინდექსი AZ4200
საავტომობილო კოდი 42
ოფიციალური საიტი http://lankaran.org/
ლენქორანი — აზერბაიჯანი
ლენქორანი

ლენქორანი (აზერ. Lənkəran; Ленгер-Кунан — „ნავსაყუდელი“) — ქალაქი აზერბაიჯანში, ლენქორანის რაიონის ადმისტრაციული ცენტრი. ქალაქი მდებარეობს აზერბაიჯანის სამხრეთით კასპიის ზღვის პირას.

XIX საუკუნეში იყო კასპიის ოლქის, თალიშის მაზრის სამაზრო ქალაქი. შაჰ-ნადირის გარდაცვალების შემდეგ გახდა მთავარი საპორტო ქალაქი. ყარა-ხანი ტალიშელმა ქალაქი თავის რეზიდენციად გადააქცია. რუსეთის იმპერიაში შევიდა 1828 წელს[2].

ლენქორანი აზერბაიჯანის ერთ-ერთი ძველი დასახლებული პუნქტია. მის განვითარებას ხელი შეუწყო გეოგრაფიულმა მდებარეობამ. მას ჰქონდა კავშირი ძველი მსოფლიოს სახელმწიფოებთან, ასევე მთავარი საქარავნო გზების შესაყარზე მდებარეობდა. 1743 წლიდან ქალაქმა მიმდებარე ტერიტორიებთან ერთად შექმნა თალიშის სახანო[3].

ლენქორანის მოსახლეობა დაკავებული იყო მიწათმოქმედებით, მეცხოველეობით, მებაღეობით, მეთევზეობით, აბრეშუმის ვაჭრობით, მეფუტკრეობით, მონადირეობით. ლენქორანში ასევე განვითარებული იყო ისეთი მრეწველობები, როგორიცაა სპილენძის ნივთების დამზადება. თალიშის სახანოს ეკონომიკურ განვითარებაში დიდი როლი ითამაშა ვაჭრობამ. იყო დამყარებული სავაჭრო ურთიერთობები ირანის ქალაქებთან, თურქეთთან, რუსეთთან, შუა აზიის სახელმწიფოებთან, ჩინეთთან, ინდოეთთან და სხვა ქვეყნებთან. რუსეთის დაქვემდებარებაში მოხვედრის შემდეგ ქალაქში აშენდა ქარხნები, სადაც აწარმოებდნენ აგურებს. გარდა ამისა ხდებოდა შაქრის შემუშავება, საწარმოები ამზადებდნენ თევზის პროდუქტებს. XVIII—XIX საუკუნეებში ქალაქს ექსპორტზე გაჰქონდა ბრინჯი, აბრეშუმი, ბოსტნეული და თევზის პროდუქტები[4]. ეს პროდუქტები ძირითადად რუსეთში გადიოდა. სავაჭრო ურთიერთობებმა რუსეთთან დიდი როლი ითამაშეს ქალაქის სამრეწველო, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სფეროებში.

2013 წლის მარტში ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 83 300 ადამიანს. მოსახლეობის ზრდა გამოწვეული ბუნებრივი ზრდის გამო. მოსახლეობას წარმოადგენენ: აზერბაიჯანელები, თალიშები, რუსები. რელიგია — შიიტური ისლამი.

ლენქორანის კლიმატი
მაჩვენებელი იან. თებ. მარტი აპრ. მაისი ივნისი ივლისი აგვ. სექ. ოქტ. ნოემ. დეკ. წელი
საშუალო მაქსიმუმი, °C 7,2 7,2 11,0 17,5 22,5 27,2 30,4 29,5 25,9 19,9 14,1 10,1 18,5
საშუალო ტემპერატურა, °C 3,4 4,0 6,9 12,5 17,7 22,2 25,3 24,4 21,2 15,8 10,4 6,0 14,1
საშუალო მინიმუმი, °C 0,0 1,0 3,9 8,6 13,1 17,5 20,1 19,7 16,9 11,8 6,7 2,5 10,1
ნალექების ნორმა, მმ 91 114 90 50 54 22 17 50 143 259 168 88 1146
წყარო: World Climate

2010 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 83 300 შეადგენს ადამიანს რომელიც იყოფა შემდეგ ეთნიკურ ჯგუფებად:

ქალაქში ფუნქციონირებენ ბანკები. ეკონომიკის ძირითად სფეროს წარმოადგენს ბოსტნეული, ჩაი, პური, ციტრუსული პლანტაციები, თევზაობა, ასევე გაზრდილია ფერმერობის სფერო[5]. ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას. ქალაქი აზერბაიჯანული ჩაის სამშობლოა. აქ პირველად 1937 წელს აშენდა ჩაის ქარხანა[6]. ქალაქში მოქმედებს ლენქორანის საერთაშორისო აეროპორტი.

ლენქორანში ფუნქციონირებს ორი მუზეუმი, დრამატიული თეატრი, ბიბლიოთეკები, 87 კულტურული ორგანიზაცია, 2 საბავშვო მუსიკალური სკოლა, ფერწერის სკოლა, სამხატვრო გალერეა, კულტურული და დასასვენებელი პარკები. ლენქორანის ტერიტორიაზე არსებობს 20 რესპუბლიკური მნიშვნელობის არქეოლოგიური, 53 ადგილობრივი მნიშვნელობის, 2 მონუმენტალური, 2 სკულპტურული და 9 არქეოლოგიური მნიშვნელობის ძეგლები.

მთავარი ისტორიული ძეგლებია: ლენქორანის შუქურა, დაირავი გალა, მეჩეთები, გერმანული ეკლესია, ებრაული სინაგოგა, მირ აჰმედ ხანის სახლი, ბალაბურის ციხე, სიღინის სასაფლაო, შეიხ ზაჰიდისა და სეიდ ხალიფის სამარხები, აზი ასლანოვის სახელობის სახლ-მუზეუმი.

ქალაქის ისტორიული მუზეუმი რესტავრირებულ იქნა. შეიქმნა ჰეიდარ ალიევის სახელობის მმართველობის სკოლა და ორგანიზებულ იქნა კუთხე, რომელიც აზერბაიჯანის დამოუკიდებლობას ასახავს. ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შექმნილია რეგიონული ინტერნეტის ცენტრი.

ლენქორანში ფართოდ აღინიშნება სახელმწიფო მნიშვნელობის დღესასწაულები.

ქალაქში რამდენიმე ეროვნული ფოლკლორული ჯგუფები მდებარეობს, მათ შორის ჯგუფ Bacılar-ის (დები) ეროვნული მუსიკისა და ცეკვის კოლექტივი[7].

ლენქორანში ფუნქციონირებს არხი ჯანუბ TV და გაზეთი ლენქორანი[8].

ლენქორანში ფუნქციონირებს 88 საერთო საგანმანათლებლო სკოლა, საიდანაც 72 საშუალო სკოლაა; 53 ბაგა-ბაღი, 6 არასასკოლო აღზრდის დაწესებულება, ლენქორანის სახელმწიფო ჰუმანიტარული კოლეჯი, სამედიცინო სკოლა და ლენქორანის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ქალაქში ასევე მოქმედებს სპეც ინტერნატი და გიმნაზია. ქალაქში ერთადერთი ო. მირზოევის სახელობის ბავშვთა სახლი არსებობს.

ქალაქში ერთი პროფესიონალური საფეხბურთო კლუბია - ხაზარ ლენქორანი, რომელიც აზერბაიჯანის მთავარ საფეხბურთო ჩემპიონატში იღებს მონაწილეობას. ქალაქში ორი სტადიონია: ლენქორანის საქალაქო სტადიონი და ლენქორანის ოლიმპიური სპორტ-კომპლექსი[9]. სტადიონმა უმასპინძლა 2012 FIFA U-17 ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის საჯგუფო ეტაპების თამაშებს[10].

დამეგობრებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლენქორანი დამეგობრებულია შემდეგ ქალაქებთან:

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. http://pop-stat.mashke.org/azerbaijan-cities.htm
  2. Кавказский календарь на 1845 годъ
  3. Э. Э. Исмаилов, Генеалогия Талышинских-Талишхановых. Баку: Абилов, Зейналов и сыновья, 2001. 78 c.
  4. Баку взял курс на север Ирана
  5. Business opportunities of the region
  6. Tea culture in Azerbaijan
  7. Lənkəran - “Azərbaycanın folklor paytaxtı”[მკვდარი ბმული] - (აზერბაიჯანული)
  8. "Janub" TV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-30. ციტირების თარიღი: 2018-10-07.
  9. Lankaran Olympic Sport Complex
  10. France end Asian domination. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-22. ციტირების თარიღი: 2018-10-07.
  11. Города США и Азербайджана стали побратимами