გადაბეის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გადაბეის რაიონი
აზერ. Gədəbəy rayonu
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ადმ. ცენტრი გადაბეი
ფართობი 1229 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1,849 მეტრი
მოსახლეობა 93 719[1] კაცი (2013)
ეროვნული შემადგენლობა აზერბაიჯანელები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +994 232
საფოსტო ინდექსი 2100
ოფიციალური საიტი gedabey.az
A-Gadabay.PNG

გადაბეის რაიონი (აზერ. Gədəbəy rayonu) — ადმინისტრაციული ერთეული აზერბაიჯანის დასავლეთში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი გადაბეი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან 123 კმ სიგრძეზე გადის აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი სომხეთთან, ჩრდილოეთიდან — თოუზის რაიონი, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან და აღმოსავლეთიდან — შამქორის რაიონი და დაშქესანის რაიონი.

გადაბეის რაიონი მდებარეობს მცირე კავკასიონის საშუალო და დიდი მაღლობის ზონაში. მისი ტერიტორია მოიცავს შაჰდაგის ქედის ჩრდილოეთ ნაწილს, ბაშკენდ-დასტაფურის ამოზნექილ ნაწილს და შამქორის მთის მასივს.

ყველაზე უფრო მაღალი მთის მაღლობებია: გოშაბულაგი (3549 მეტრი), გოჯადაგი (2217 მეტრი), გარაარჰაჯი (3549 მეტრი).

რაიონის მდინარეთა ქსელი შედარებით ღარიბია. ყველაზე უფრო დიდი მდინარეებია ახინჯა, ზეიამი და შამქორი. აქ გავრცელებულია მთა-ტყიანი, მთა-მინდვრიანი და სხვა სახის ნიადაგი. საშუალო სიმაღლის მთებში რაიონის დიდი ფართობი უკავია მთის ბუჩქნარ და იშვიათი ტყის მინდვრებს, ხოლო მაღალ მთებში ფართეფოთლოვან ტყეებს, სუბალპიურ და ალპურ მინდვრებს.

რაიონის ტერიტორიის ზედაპირი წარმოქმნილია იურული, პალეოგენური, მეოთხეული და სხვა პერიოდების დანალექებისგან.

გადაბეის რაიონი მდიდარია თავისი მიწისქვეშა რესურსებით, როგორებიცაა ოქრო, ურანი, სპილენძი და ბევრი სხვა სასარგებლო წიაღისეული. ოქროს საბადო სოფელ სოიუტლიში 1858 წელს აღმოაჩინეს ძმებმა სიმენსებმა. დღეისათვის გახსნილია ოქროს გადამამუშავებელი ქარხანა, სადაც მუშაობს დაახლოებით 2000 ადამიანი.

გადაბეის რაიონი ასევე ცნობილია თავისი მინერალური წყლებით, როგორებიცაა «ნარზანი», «მორ-მორი», «ჩალდაში», «ტურშსუ», «სოიუტლი ნარზანი» (სოფელი სოიუტლი).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადაბეის რაიონი, როგორც ადმინისტრაციული ერთეული, შეიქმნა 1930 წლის 8 აგვისტოს სახელწოდებით რუსტამ-ალიევსკი. 1938 წელს მას დაერქვა გადაბეის რაიონი.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]