გობუსტანის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გობუსტანის რაიონი
აზერ. Qobustan rayonu
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
სტატუსი რაიონი
შედის მთიანი შირვანის რეგიონი
მოიცავს 26 მუნიციპალიტეტს
ადმინისტრაციული ცენტრი გობუსტანი
შექმნის თარიღი 1990
მოსახლეობა (2005) 37 137 კაცი
სიმჭიდროვე 27 კაცი/კმ²
ფართობი 1369,4 კმ²
გობუსტანის რაიონი რუკაზე
დროის სარტყელი +4
კოდი ISO 3166-2 AZ-QOB
სატელეფონო კოდი +994 150
საფოსტო ინდექსები 3700
ავტომობილის
სანომრე ნიშნები
37
OOjs UI icon logo-wikimediaCommons-invert.svg ვიკისაწყობში Gobustan Rayon

გობუსტანის რაიონი (აზერ. Qobustan rayonu) — რაიონი აზერბაიჯანის აღმოსავლეთ ნაწილში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი გობუსტანი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გობუსტანის რაიონის თანამედროვე ტერიტორია რუსეთის იმპერიის პერიოდში შედიოდა კასპიის ოლქში, შემდეგ შემახის გუბერნიაში, ხოლო 1859 წლიდან ბაქოს გუბერნიაში.

აზერბაიჯანის სსრ-ის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ შედიოდა შემახის მაზრაში. 1930 წელს ჩამოყალიბდა შემახის რაიონი, რომლის შემადგენლობაშიც შევიდა სოფელი მარაზიც. 1943 წლის 8 ოქტომბერს შემახის რაიონს გამოეყო და 1959 წლის 4 დეკემბრამდე დამოუკიდებლად არსებობდა მარაზის რაიონი. 1959 წელს კვლავ შემახის რაიონს შეუერთდა. 1990 წელს შემახის რაიონს კვლავ გამოეყო ძველ საზღვრებში და ეწოდა გობუსტანის რაიონი. 2008 წელს რაიონის ადმინისტრაციულმა ცენტრმა მიიღო ქალაქის სტატუსი და ეწოდა გობუსტანი.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1999 წლიდან რაიონის შემადგენლობაში შედის 26 მუნიციპალიტეტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]