ზანგილანის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ზანგილანის რაიონი
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ადმ. ცენტრი Zəngilan
კოორდინატები 39°03′56″ ჩ. გ. 46°41′48″ ა. გ. / 39.065611° ჩ. გ. 46.696889° ა. გ. / 39.065611; 46.696889
ფართობი 707 კმ²
ISO 3166 კოდი AZ-ZAN[1]
Azerbaijan-Zangilan.png

ზანგილანის რაიონი (აზერ. Zəngilan) — დე ფაქტო ადმინისტრაციული ტერიტორიული ერთეული, რომელიც მდებარეობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ეს დე ფაქტო ტერიტორია სომხურმა ძალებმა დაიკავეს 1993 წლის შემოდგომაზე,[2][3] მთიანი ყარაბაღის ომის დროს. რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი არის ქალაქი ზანგილი,

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზანგილანის რაიონი მდებარეობს რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე არაქსის ჩრდილოეთ ნაწილში და ესაზღვრება სომხეთსა და ირანს. რაიონის ტერიტორია 707 კმ²-ს ფართობს მოიცავს. აქ გვხვება მეზოზოური რელიეფი და გავრცელებულია ცარცული პერიოდის, ვულკანური და დანალექი ქანები. მაღალმთიან მხარეებში იურიული და ცარცული პერიოდის ნაშთები თარიღდება 150-200 ათასი წლით.

რაიონი მდებარეობს მცირე კავკასიონის მთების სამხრეთით. ამ ტერიტორიაზე ძირითადათ გვხვდება დახრილი კლდეები, ტიტების დაბლობები, ტყეები და ბუჩქები. რაიონის ტერიტორიას აქვს რთული ზედაპირული სტრუქტურა. ტერიტორია გამოყოფილია მდინარის ხეობებით და ქმნის ღრმა ხეობებს. ეს ადგილები მდიდარია ოქროს საბადოებით.

სუზას მთა, სამხრეთ-აღმოსავლეთით ქმნის დაბლობს. იგი შედგება ცარცული პერიოდის დანალექი ქანებისგან. ხშირი ტყეები გავრცელებულია მთიან ადგილებში. 1800-2000 მეტრის სიმაღლეზე ფართო ფოთლოვანი ტყეები თანდათანობით მცირდება სუბალპურ და ალპურ მდელოებზე. ტერიტორია მდიდარია სამკურნალო მცენარეებით, მინერალური წყლებით, სამშენებლო ქვით, თიხით, მარმარილოთი და ასევე სხვა მასალებით. ტერიტორიის ბუნებრივმა პირობებმა და რთულმა რელიეფმა შექმნა რეგიონისთვის დამახასიათებელი კლიმატი. აქ გავრცელებულია უდაბნოს და ნახევრად უდაბნოსთვის დამახასიათებელი კლიმატი..

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველ დროში თანამედროვე ზანგილანის რეგიონი იყო სომხეთის ისტორიული რეგიონის კოვსკანის ნაწილი.[4] შუა საუკუნეებში, კოვსკანის პროვინცია უფრო ცნობილი იყო გრამუის ციხესიმაგრის სახელით, რომელიც აქ არსებობდა.

საბჭოთა რესპუბლიკების საზღვრების დადგენის პერიოდში, მხოლოდ აჩანური შედიოდა სომხეთის სსრ-ის მხარეში და მხოლოდ დასავლეთი ნაწილი ეკუთვნოდა სომხეთს, ხოლო აღმოსავლეთის ნაწილი, რომელიც ყველაზე ხელსაყრელ ტერიტორიას წარმოადგენდა რეგიონში შედიოდა აზერბაიჯანის სსრ-ს შემადგენლობაში. 1930 წელს შეიქმნა ზანგილანის ადმინისტრაციული ოლქი. ზანგილანის რეგიონი დაიპყრეს სომეხმა სამხედრო ძალებმა 1993 წლის 29 ოქტომბერს და მოექცა სომხეთის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ.რაიონში არის ისტორიული ძეგლები. მათგან გამოსარჩევია, სოფელ მამადბეილში მდებარე იაჰია იბნ მუჰამედ ალ-ჰაჯჯის (რ. 1304-1305) სამარხი. [5].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Azərbaycan Milli Esiklopediyası. Bakı: 2007 səh. 875.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. MusicBrainz — 2000.
  2. ХРОНОЛОГИЯ АРМЯНО-АЗЕРБАЙДЖАНСКОГО КОНФЛИКТА“, Embassy of the Republic of Azerbaijan in the People's Republic of China. 
  3. Карабах: История одной агрессии: Начало активных боевых действий и Ходжалинская трагедия - ЧАСТЬ VIII“, 1news.az. 
  4. Robert H. Hewsen. The Geography of Ananias of Širak: Ašxarhacʻoycʻ, the Long and the Short Recensions. — Reichert, 1992. — P. 193.
  5. К. М. Мамед-заде. Строительное искусство Азербайджана. Стр. 40-41

    Мавзолей в сел. Мамедбейли Зангеланского района дошел до нас в хорошей сохранности... Надпись сообщает о том, что мавзолей построен в месяце рамазан 704 г. (1305 г. н. э.) над могилой Мухаммеда ал-Ходжа.