ხოჯავენდის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ხოჯავენდის რაიონი (აზერ. Xocavənd rayonu) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აზერბაიჯანის სამხრეთ-დასავლეთით, შეიქმნა 1991 წლის 26 ნოემბერს. 1992 წლის 2 ოქტომბრის შემდგომ, რეგიონის უმეტესობა კონტროლდება მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მიერ. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის თანახმად, ხოჯავანდის რაიონის ტერიტორია შედის მარტუნისა და ჰადრუთის რაიონებში. ადმინისტრაციული ცენტრი არის ქალაქი მარტუნი, 1991 წლამდე მას ხოჯავენდს უწოდებდნენ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991 წლის 26 ნოემბერს მთიანი ყარაბაღის ავტონომიური რეგიონი გაუქმდა, ქალაქი მარტუნი დაარქვეს ხოჯავენდს, ხოლო ამის შემდგომ მარტუნისა და ჰადრუთის ოლქები გაერთიანდა ხოჯავანდის რეგიონში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხოჯავენდის რაიონი მდებარეობს აღდა-ფიზულის გზაზე, მთისწინეთის დაბლობზე. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება აღმის, ხოჯალისა და შუშას რაიონები; დასავლეთით - ლაჩინის და კუბატინის რაიონი; სამხრეთით ხოჯავენდის რაიონს აქვს საზღვარი ჯებრაილისა და ფიზულის რაიონებთან; აღმოსავლეთით ემეზობლება აჯაბადის რაიონი.

ხოჯავენდის ოლქის რელიეფი ძირითადად მთიანია. სიმაღლე დაახლოებით 500-დან 2724 მეტრამდეა (უმაღლესი წერტილი- დიდი კირის მთაა). რაიონში მიედინება რამდენიმე მდინარე, მათ შორის: კურიჩაი, ჩაილუ და აოგლანჩაი.

რაიონში ვხვდებით წაბლისფერ და ყავისფერ მთიან მიწებს. მწვანე საფარში დომინირებს ბუჩქები და ფართომასშტაბიანი ტყეები. რეგიონში მოიპოვება მარმარილო და მოსაპირკეთებელი და სამშენებლო ქვა.

ადმინისტრაციულ რაიონში ყალიბდება ზომიერად თბილი კლიმატი - მშრალი ზამთრით, ხოლო ზაფხული ზომიერა თბილი კლიმატური პირობებით. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობაა 400-800 მმ. ვრცელდება იურული, ცარცის და ნეოგენური ნალექები.

კულტურული ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხოჯავენდის რაიონში მდებარეობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ეროვნული მემკვიდრეობის ძეგლი, მათ შორის გამორჩეულია აჯიხის გამოქვაბული. კომპლექსი შედგება 6 მღვიმესგან. რაიონში არის ასევე თაგლარის გამოქვაბულიც. ხოჯავენდის რაიონში არქეოლოგიური გათხრების შედეგან მოპოვებული იქნა არაერთი მნიშვნელოვანი არტექფაქტი, მათ შორის ადრეული და შუა ბრინჯაოს ხანის დასახლების ნაშთები.

სოფლის მეურნეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხოჯავენდის რაიონის მოსახლეობის ძირითად საქმიანობას სოფლის მეურნეობა წარმოადგენს. რაიონი ცნობილია ყურძნითა და მწვანე მარმარილოთი. მაღალ დონეზე დგას სოფლის მეურნეობის არაერთი დარგი, მათ შორის: მეცხოველეობა, მევენახეობა, მეფრინველეობა, მებაღეობა. მოჰყავთ ქერი, ხორბალი და სიმინდი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]