ბელაქანის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბელაქანის რაიონი
აზერ. Balakən rayonu
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
სტატუსი რაიონი
შედის შაქი-ზაქათალის რეგიონი
მოიცავს 59 მუნიციპალიტეტი
ადმინისტრაციული ცენტრი ბელაქანი
შექმნის თარიღი 1930
ოფიციალური ენა აზერბაიჯანული
მოსახლეობა (2017) 97 700 კაცი
ეროვნული შემადგენლობა აზერბაიჯანელები — 67,68 %, ხუნძები — 29,16 %, ქართველები — 2,10 %
რელიგია ისლამი — 94 %, ქრისტიანობა
ფართობი 923 კმ²
სიმაღლე ზღვის დონიდან
 - უმაღლესი წერტილი

 496
ბელაქანის რაიონი, რუკა
დროის სარტყელი +4
კოდი ISO 3166-2 AZ-BAL
სატელეფონო კოდი +994 24
საფოსტო ინდექსები 0800
ავტომობილის
სანომრე ნიშნები
08
ოფიციალური საიტი
Commons-logo.svg ვიკისაწყობში Balakən rayonu
საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარი. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან ბელაქნის რაიონში.

ბელაქანის რაიონი (აზერ. Balakən rayonu) — აზერბაიჯანის რესპუბლიკის ადმინისტრაციული ერთეული ქვეყნის ჩრდილოეთით, ისტორიული ჰერეთის ტერიტორია. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბელაქანი. 1918-1921 წლებში ბელაქნის რაიონი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ზაქათალის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში შედიოდა. 1921 წელს ბელაქნის რაიონი საბჭოთა რუსეთის მითითებით კავკასიელმა ბოლშევიკებმა საქართველოს ჩამოაშორეს და აზერბაიჯანს გადასცეს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღევანდელი ბელაქანის რაიონის ტერიტორიამ, საინგილოს სხვა ნაწილებთან ერთად, საქართველოდან ჩამოცილება 1604 წელს დაიწყო, როდესაც შაჰ-აბას I-მა იგი წახურელ ლეკებს გადასცა. 1727 წელს კი თურქეთის სულთანმა საინგილო ჭარელ ლეკებს მიუზომა. ამ დროიდან დაიწყო ამ მიწაზე ლეკების მასიური ჩამოსახლება, რომლებმაც ქართულ სოფლებში მოიკიდეს ფეხი. XVIII საუკუნეში ლეკები გაერთიანდნენ ორ პოლიტიკურ ერთეულში: ელისუს სასულთნოსა და ჭარ-ბელაქანის თემში. დაიწყო ქართველების დევნა და მათი ძალდატანებითი გამაჰმადიანება. გამაჰმადიანებულ ქართველს „იანგილოს“ ეძახდნენ, რაც თურქულად „ახლად მორჯულებულს“ ნიშნავს. აქედან წარმოსდგება სახელები „ინგილო“ და „საინგილო“. 1803 წელს რუს-ქართველთა ჯარმა ჭარ-ბელაქანი დაიკავა და ამის შემდეგ საქართველოს ნაწილია ჯერ ჭარ-ბელაქნის სამხედრო ოლქის, შემდეგ ზაქათალის ოლქის სახელით. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ბელაქანის ტერიტორია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაწილი იყო. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, 1921 წელს საინგილო აზერბაიჯანს გადაეცა.[1][2] ბელაქანის რაიონი წარმოიქმნა 1930 წელს.

მეორე მსოფლიო ომის დროს, ბელაქანის რაიონიდან ფრონტზე 6,882 ადამიანი გაიწვიეს, აქედან 2,315 დაიღუპა. ყარაბაღის კონფლიქტისას (1988-1994) რაიონიდან 152 მებრძოლი დაიღუპა.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით 2007 წელს რაიონში ცხოვრობდა 87 365 ადამიანი: 42 867 (49 %) მამაკაცი და 44 498 (51 %) ქალი.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]