ევლახის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ევლახის რაიონი
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ადმ. ცენტრი Yevlakh
კოორდინატები 40°40′09″ ჩ. გ. 47°00′19″ ა. გ. / 40.66917° ჩ. გ. 47.00528° ა. გ. / 40.66917; 47.00528
დაარსდა 20 თებერვალი 1935
ფართობი 1,537 კმ²
ISO 3166 კოდი AZ-YEV[1]
ოფიციალური საიტი http://yevlax-ih.gov.az/
A-Yevlax.PNG

ევლახის რაიონი (აზერ. Yevlax) — აზერბაიჯანის ერთ-ერთი რაიონი. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ევლახი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის სსრ უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, ქალაქ ევლახს ქალაქის სტატუსი მიენიჭა 1939 წლის 1 თებერვალს. რეგიონში გადის სარკინიგზო მაგისტრალები, როგორებიცაა: ევლახ-ხანქენდის და ევლახ-ბელაქანის მაგისტრალები, ასევე რეგიონში არის აეროპორტი სახელწოდებით „ევლახის აეროპორტი“, ჭადრაკისა და ბავშვთა სპორტული სკოლა, 19 საშუალო სკოლა 10 535 ადგილით, 15 საბავშვო ბაღი 840 ადგილის ტევადობით, საავადმყოფო, სასწავლო დაწესებულებები და მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები.[2][3]

1962 წლის 26 დეკემბერს ევლახის ტერიტორია გაუქმდა და დანაწილდა. აზერბაიჯანის სსრ უმაღლესი საბჭოს მე-10 სესიის არჩევით ქალაქი ევლახი გადაიქცა ინდუსტრიულ ქალაქად.

აზერბაიჯანული სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, 1965 წლის 6 იანვარს ევლახი შეიყვანეს დაქვემდებარებული ქალაქების სიაში და რეგიონში დაიწყო სამრეწველო საწარმოების განვითარება.[4][5]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონს ესაზღვრება აღდაში, ბარდი, ტარტარი, გორანბოი, სამუხი, კახი და შაქი. ევლახის რაიონში არის 1 ქალაქი, 1 ურბანული ტიპის დასახლება და 48 სოფელი.

ევლახი დაბლობზე, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ბაქოდან 293 კილომეტრში მდებარეობს. ეს რაიონი ერთ-ერთი უძველესი დასახლებული ადგილია აზერბაიჯანში. აქვე გადიოდა უძველესი აბრეშუმის გზაც. კლიმატის ტიპებიდან ძირითადად გვხვდება ზომიერად ცხელი ნახევრად უდაბნოს და მშრალი უდაბნოს კლიმატი. მინგეჩაურის წყალსაცავის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ვარვარას წყალსაცავი შედის ევლახის ტერიტორიის შემადგენლობაში. აქ ასევე გადის ზედა ყარაბაღისა და ზემო შირვანის არხების ნაწილები.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევლახი არის ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსი სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით. ძირითადათ რეგიონში გავრცელებულია მარცვლეულის და ბამბის მოყვანა, ასევე მესაქონლეობის სექტორებსაც მნიშვნელოვანი როლი უკავიათ ქალაქის ეკონომიკაში. ფერმებში მოჰყავთ კარტოფილი, ბოსტნეული, ნესვი და სხვა ხილის სახეობები. ევლახი ასევე მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, მაგალითად როგორიცაა: თიხა-ნარევი ქვიშა, თიხა, ქვიშა და ხრეში, რომლებიც საჭიროა აგურის დასამზადებლად.

ბაქო-გაზაკის გზატკეცილი, ევლახი-ბელაქანის, ბაქო-თბილისის სარკინიგზო მაგისტრალი, ბაქო-სუფსის გაზსადენი და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი გადის რაიონის ტერიტორიაზე, რაც მნიშვნელოვანია რაიონის ეკონომიკისათვის. ქალაქ ევლახში ასევე არის შიდა აეროპორტიც.[6]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]