ქურდამირის რაიონი
ადმინისტრაციული ერთეული | ||
---|---|---|
ქურდამირის რაიონი | ||
ქვეყანა | აზერბაიჯანი | |
ადმ. ცენტრი | ქურდამირი | |
კოორდინატები | 40°18′00″ ჩ. გ. 48°12′00″ ა. გ. / 40.30000° ჩ. გ. 48.20000° ა. გ. | |
დაარსდა | 8 აგვისტო, 1930 | |
ფართობი | 1631 კმ² | |
მოსახლეობა | 117 923[1] | |
სატელეფონო კოდი | 145 | |
საფოსტო ინდექსი | AZ 3300 | |
საავტომობილო კოდი | 33 | |
ოფიციალური საიტი | http://www.kurdemir-ih.gov.az | |
| ||
ქურდამირის რაიონი (აზერ. Kürdəmir) — აზერბაიჯანის ერთ-ერთი რაიონი. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ქურდამირი. რაიონი დაარსდა 1930 წელს და მდებარეობს შირვანის დაბლობზე.
ქურდამირს აღმოსავლეთ მხრიდან ესაზღვრება ჰაჯიყაბული და საბირაბადი, სამხრეთიდან კი იმიშლი, დასავლეთით - ზარდაბი, უჯარი და გოქჩაი, ხოლო ჩრდილოეთიდან - ისმაილი და აღსუ. ტერიტორია მოიცავს 1631,5 კმ²-ს, მოსახლეობა კი შეადგენს 115,6 ათას ადამიანს (2018 წლის მონაცემებით).[2]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქურდამირის რაიონი მდებარეობს ბაქოდან ჩრდილო-დასავლეთით. მას აქვს სტეპური კლიმატი. მისი ფაუნა მრავალფეროვანია - აქ ვხვდებით გარეულ ღორს, მგელს, მელას, ხოხობს, გარეულ იხვებსა და ბატებს. რაიონი ცნობილია თავისი ვენახებით და ხალიჩების ქსოვის ტრადიციით. „შილიანი“ ადგილობრივი ბაზრის ხალიჩების ყველაზე პოპულარული სახეობაა. ეს ხალიჩები მოქსოვილია ამავე სახელწოდების სოფელში, რომელიც არც თუ ისე შორს არის ქურდამირიდან.[3]
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქურდამირის რაიონში ძირითადად სასოფლო–სამეურნეო საქმეებს ეწევიან. ძირითადად მოჰყავთ ბამბა და მარცვლეული კულტურები. გავრცელებულია მეცხოველეობა, მევენახეობა, მეთევზაობა და მეფრინველეობა. აქ ასევე არის ღვინის და ფქვილის ქარხანა. რაიონის ტერიტორიაზე გადის სარკინოგზო ხაზების გარკვეული მონაკვეთები: აღსუ-ქურდამირ-ბაჰრამტაპას გზატკეცილის 43 კმ, ალათ-ჰაჯიყაბულ-ქურდამირ-ევლახის გზატკეცილის 42 კმ და ბაქო-თბილისის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის 44 კმ.
ქურდამირში არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 3 დიდი საწარმო და 10 დიდი კერძო საწარმო.
ქურდამის ოლიმპიური სპორტული კომპლექსი, რომელიც აშენდა 2008 წელს, მოიცავს 5,5 ჰექტარ ტერიტორიას. აქ არის საცურაო აუზი, კოტეჯები, მინი ფეხბურთის სტადიონი, სათამაშო მოედნები და ტრანსფორმატორის ქვესადგური. ქურდემირის ქალაქის სტადიონი 4 ჰექტარს მოიცავს. სტადიონზე არის 2 000 ადგილი, ორ სართულიანი ტრიბუნები, დარბაზი და სპორტსმენების გასახდელები.[4]
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, 2018 წლის მდგომარეობით, ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 115 600 ადამიანს, რაც ზრდაა 22 200 ადამიანით (დაახლოებით 23,7 პროცენტით) 2000 წლიდან მოყოლებული. 2000 წელს მოსახლეობის რაოდენობა 93 400 ადამიანს შეადგენდა.[5] მთლიანი მოსახლეობიდან 58 200 მამაკაცია, ხოლო 57 400 კი ქალი.[6] მოსახლეობის 27,2 პროცენტზე მეტს (დაახლოებით 31 500 ადამიანი) შეადგენენ 14–29 წლების ფარგლებში მყოფი მოზარდები და ახალგაზრდები.[7]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- На сайте Azerbaijan დაარქივებული 2018-12-25 საიტზე Wayback Machine.
- https://web.archive.org/web/20110314043308/http://kurdemir-ih.gov.az/view.php?lang=az&menu=0
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://www.stat.gov.az/source/demoqraphy/ap/az/population_2020.zip
- ↑ „Kürdəmir rayonu“. The State Statistical Committee of the Republic of Azerbaijan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-05. ციტირების თარიღი: 2019-10-18.
- ↑ „Kurdemir“. discoverazerbaijan.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-30. ციტირების თარიღი: 2019-10-18. ტექსტი „archiveurl https://web.archive.org/web/20130730135540/http://discoverazerbaijan.az/en/kurdemir/“ იგნორირებულია (დახმარება)
- ↑ „Kurdamir district - Ulduz Tourism Azerbaijan Tour Operator“. Ulduz Tourism Azerbaijan Tour Operator (ინგლისური). 2018-01-31. ციტირების თარიღი: 2018-08-02.
- ↑ Political division, population size and structure: Population by towns and regions of the Republic of Azerbaijan en. ციტირების თარიღი: 2018-12-18
- ↑ Political division, population size and structure: Population by sex, towns and regions, urban settlements of the Republic of Azerbaijan at the beginning of the 2018 en. ციტირების თარიღი: 2018-12-18
- ↑ Political division, population size and structure: Population at age 14-29 by towns and regions of the Republic of Azerbaijan at the beginning of the 2018 en. ციტირების თარიღი: 2018-12-18