შინაარსზე გადასვლა

ხაჩმაზის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რაიონი
ხაჩმაზის რაიონი
აზერ. Xaçmaz rayonu
ლეზ. Муьшкуьр райун
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ადმ. ცენტრი ხაჩმაზი
კოორდინატები 41°28′00″ ჩ. გ. 48°48′00″ ა. გ. / 41.46667° ჩ. გ. 48.80000° ა. გ. / 41.46667; 48.80000
მმართველი Elnur Rzayev
დაარსდა 8 აგვისტო, 1930
ფართობი 1063 კმ²
მოსახლეობა 166 800 [1] კაცი (2013)
სიმჭიდროვე 157 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა აზერბაიჯანელები - 72,73 % , ლეზგები - 15,5 %, თათები - 5,7 %, თურქები - 2,6 %, კრიწები - 2,2 %, რუსები - 0,4 %.[2]
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +994 02332
საფოსტო ინდექსი 027
საავტომობილო კოდი 27
ოფიციალური საიტი qax-ih.gov.az
ხაჩმაზის რაიონი — აზერბაიჯანი
ხაჩმაზის რაიონი

ხაჩმაზის რაიონი (აზერ. Xaçmaz rayonu, ლეზ. Муьшкуьр райун) — აზერბაიჯანის ადმინისტრაციული ერთეული. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ხაჩმაზი.

სასტუმროთა კომპლექსი კასპიის ზღვის სანაპიროზე

ხაჩმაზის რაიონი ესაზღვრება შაბრანის, ყუბის, გუსარის რაიონებს და რუსეთის ფედერაციას, ასევე რაიონის საზღვარი გადის კასპიის ზღვაზე.

რაიონი მდებარეობს აზერბაიჯანის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ზოგიერთი ავტორიტეტული წყარო აზერბაიჯანს მთლიანად აზიას მიაკუთვნებს[3][4][5], მაგრამ დასავლური წყაროები[6][7][8][9] ევროპა-აზიის საზღვრად თვლიან კავკასიონს და ნაწილობრივ ან მთლიანად აკუთვნებენ ევროპას[10], ამ ვარიანტის გათვალისწინებით ხაჩმაზის რაიონის საზღვრები, რომელიც მდებარეობს ამ ქედის ჩრდილოეთით, შედის აზერბაიჯანის ევროპული ნაწილის შემადგენლობაში[11].

ხაჩმაზის რაიონის ტერიტორია ადრე შედიოდა ისტორიულ შირვანში და სამხრეთ დაღესტანის ისტორიულ ნაწილში[12][13].

ხაჩმაზის რაიონი შეიქმნა 1930 წელს. 1963 წელს რაიონი გაუქმდა და მისი ტერიტორია შევიდა ყუბის და გუსარის რაიონების შემადგენლობაში. 1965 წელს რაიონი კვლავ აღადგინეს.

1954 წელს დაღესტანის ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას აზერბაიჯანისაგან დროებით სარგებლობაში ზამთრის საძოვრებზე გადასარეკი საქონლის გასაჩერებლად გადაეცა მცირე ტერიტორია. 2010 წელს ამ მიწებზე შექმნილი დაღესტნის მაგარამკენტის რაიონის ორი სოფელი ხრახ-უბა და ურიან-უბა გადაეცა აზერბაიჯანის ხაჩმაზის რაიონს რუსეთის ფედერაციის მოქალაქე 600 ლეზგებთან ერთად[14]. ამას გარდა, თუ ადრე აზერბაიჯანს მიჰქონდა მდინარე სამურის მდინარეული ჩამონადენის 90 %-მდე, სახელმწიფო საზღვრის შესახებ შეთანხმების თანახმად, რომელსაც 2010 წლის 3 სექტემბერს ბაქოში მოეწერა ხელი რუსეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტების დიმიტრი მედვედევის და ილჰამ ალიევის მიერ, დადგინდა პროპორცია 50 % 50 %-ზე[15][16].

მოსახლეობის სიმჭიდროვე — 1 კმ²-ზე 159 ადამიანამდე (2014 წელი). მოსახლეობის რაოდენობა 2014 წლის 1 იანვრისათვის შეადგენს 169 ათას ადამიანს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკური სამმართველო, данные на начало 2013 წლის დასაწყისის მონაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-03. ციტირების თარიღი: 2017-12-01.
  2. Ethnic composition of Azerbaijan 2009
  3. Русское географическое общество. А. А. Чибилёв. Евро-Азиатская граница: история вопроса и современные представления. Феномен Евразии: две части света на одном материке
  4. Europe (ინგლისური) — ბრიტანიკის ენციკლოპედიაში
  5. Европа // Словари и энциклопедии на Академике
  6. Martin W. Lewis, Kären Wigen, The myth of continents: a critique of metageography, University of California Press, 1997. — 28 გვ, ISBN 0-520-20743-2.
  7. CIA Factbook 2011 დაარქივებული 2017-01-08 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
  8. (1999) National Geographic Atlas of the World, 7th, Washington, DC: National Geographic. ISBN 0-7922-7528-4.  «Europe» (pp. 68-9); «Asia» (pp. 90-1): «A commonly accepted division between Asia and Europe … is formed by the Ural Mountains, Ural River, Caspian Sea, Caucasus Mountains, and the Black Sea with its outlets, the Bosporus and Dardanelles.»
  9. კავკასიონის ჩრდილოეთით მდებარეობენ აზერბაიჯანის რაიონები: შაბრანი (1739 კმ²), გუსარი (1542 კმ²), ხაჩმაზი (1063 კმ²), სიაზანი (759 კმ²), ყუბა (2610 კმ²) და ხიზის რაიონის ჩრდილოეთი ნაწილი (მთელი რაიონი — 1711 კმ²). ჯამური ფართობი: 9424 კმ² (ხიზის რაიონთან ერთად, ნაწილობრივ — დაახლოებით 8600 კმ² ანუ აზერბაიჯანის საერთო ფართობის დაახლოებით 10 % (86 600 კმ², მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ჩათვლით)
  10. worldatlas., The Middle East. The Middle East. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-14. ციტატა: „As a point-of-interest, Armenia and Azerbaijan have long been associated with the Middle East, but in recent years, some sources now consider them to be more closely aligned with Europe based on their modern economic and political trends. We have moved in that direction, and the same applies for the island country of Cyprus, as it does for Georgia, the former Russian republic.“ ციტირების თარიღი: 2012-09-30.
  11. კავკასიონზე საზღვრის გატარების შემთხვევაში აზერბაიჯანის ევროპულ ნაწილში მოხვდებიან შემდეგი რაიონები: შაბრანი, გუსარი, ხაჩმაზი, სიაზანი, ყუბა და ხიზის რაიონის ჩრდილოეთი ნაწილი
  12. СИМОНОВИЧ Ф. Ф. ОПИСАНИЕ ЮЖНОГО ДАГЕСТАНА 1796 г.
  13. Б. Г. Алиев, Магомед-Салам Курбанович Умаханов. Историческая география Дагестана, XVII-нач. XIX в: Историческая география Южного Дагестана. Дагестанский научный центр, Ин-т истории, археологии и этнографии РАН, 2001
  14. МИД РФ: Граница между Россией и Азербайджаном определена как по дну Каспийского моря, так и по суше. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-15. ციტირების თარიღი: 2017-12-02.
  15. Медведев подписал договор о границе с Азербайджаном
  16. Госдума ратифицировала договор о границе с Азербайджаном