შინაარსზე გადასვლა

შარურის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმინისტრაციული ერთეული
შარურის რაიონი
აზერ. Şərur rayonu
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ადმ. ცენტრი შარური
კოორდინატები 39°33′09″ ჩ. გ. 45°03′47″ ა. გ. / 39.55250° ჩ. გ. 45.06306° ა. გ. / 39.55250; 45.06306
დაარსდა 8 აგვისტო, 1930
ფართობი 87226 კმ²
მოსახლეობა 95 086 (2005)
სატელეფონო კოდი 994 36
საფოსტო ინდექსი 6800
საავტომობილო კოდი 68
შარურის რაიონი — აზერბაიჯანი
შარურის რაიონი

შარურის რაიონი (აზერ. Şərur) — აზერბაიჯანის ერთ-ერთი რაიონი, რომელიც შეიქმნა 1930 წლის 8 აგვისტოს. ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება სომხეთი, ხოლო სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით ირანი. მისი ტერიტორია 872,26 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. რაიონში არის 1 ქალაქი და 65 სოფელი. მისი ადმინისტრაციული ცენტრი არის ქალაქი შარური. ქალაქის მოსახლეობა 96 000 ადამიანს შეადგენს.[1]

სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, 2018 წლის მდგომარეობით, მოსახლეობა 115 600 ადამიანს შეადგენდა, რაც 2000 წელთან შედარებით 3 500 ადამიანით ზრდაა (დაახლოებით 3 პროცენტით). 2000 წელს მოსახლეობის რაოდენობა 112 100-ს შეადგენდა.[2] მთლიანი მოსახლეობიდან 57 400 მამაკაცია, ხოლო 58 200 კი ქალი.[3] მოსახლეობის 27 პროცენტზე მეტს (დაახლოებით 31 500 ადამიანს) შეადგენენ 14–29 წლების ფარგლებში მყოფი მოზარდები და ახალგაზრდები.[4]

ეს ტერიტორია ეკუთვნოდა მიდიას, მოგვიანებით კი აქემენიანთა იმპერიას (სომხეთის სატრაპია) ძვ. წ. 550 წლიდან 330 წლამდე. შემდეგ კი ეს ტერიტორია ალექსანდრე მაკედონელმა დაიპყრო (ძვ. წ. 336–323 წლები).

უძველესი დროიდან, შარურის რაიონი იყო სომხეთის სამეფოს აირარატის პროვინციის შემადგენლობაში.[5] მეხუთე საუკუნემდე რაიონის მიწები ეკუთვნოდათ სომეხ მეფეებს. VI საუკუნეში ამ ტერიტორიების ანექსია მოახდინა კავკასიის ალბანეთმა.[1] როდესაც მეფე სმბატ I ბაგრატუნმა აიღო რაიონი რომელიც არაბებს ეკავათ, ამის შემდეგ მან ეს მიწები სომეხთა მთავრებს გადასცა.[5] რაიონი ასევე დაიპყრეს თურქულმა ტომებმა, შემდგომ საუკუნეებში კი მონღოლებმა.

შარურის შეადგენდა ნახიჩევანის სახანოს ტერიტორიის ნაწილს. თურქმენჩაის ზავის დადების შემდგომ ირანმა 1828 წელს ეს ტერიტორია რუსეთს დაუთმო. რუსეთის იმპერიაში იგი სომხეთის ოლქის ნაწილს შეადგენდა.

ისტორიული და არქეოლოგიური ძეგლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შარური ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და უდიდესი დასახლებაა. შარური ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ, შექმნა პირობები, რამაც გამოიწვია ამ ტერიტორიაზე ადამიანთა დასახლება ჯერ კიდევ უძველესი დროიდან. ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები აქ დასახლდნენ გვიანი გამყინვარების პერიოდში. შარური ტერიტორია თავისი ნაყოფიერი ნიადაგებით ხელსაყრელი იყო მცენარეებით მოსაყვანად. 1980-1990 წლების გამოკვლევების შედეგად, აღმოჩენილი იქნა ქვის ხანის გამოქვაბულის ნაშთები, მათ შორის აღმოაჩინეს ქვისგან, ხისა და ბრინჯაოსგან დამზადებული მრავალი ინსტრუმენტი. შუა ბრინჯაოს ხანის ძეგლები ნაპოვნია მდინარე არაქსის მიდაოებში.[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 ANAS, Azerbaijan National Academy of Sciences (2005). Nakhchivan Encyclopedia. Baku: ANAS, გვ. 313. ISBN 5-8066-1468-9. 
  2. Political division, population size and structure: Population by towns and regions of the Republic of Azerbaijan en. ციტირების თარიღი: 2018-12-18
  3. Political division, population size and structure: Population by sex, towns and regions, urban settlements of the Republic of Azerbaijan at the beginning of the 2018 en. ციტირების თარიღი: 2018-12-18
  4. Political division, population size and structure: Population at age 14-29 by towns and regions of the Republic of Azerbaijan at the beginning of the 2018 en. ციტირების თარიღი: 2018-12-18
  5. 5.0 5.1 Anon. «Շարուր» (Sharur). Soviet Armenian Encyclopedia. vol. viii. Yerevan: Armenian Academy of Sciences, 1982, p. 469.