ბეილაგანის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბეილაგანის რაიონი
Beylagan 2598.jpg
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ადმ. ცენტრი ბეილაგანი
კოორდინატები 39°44′00″ ჩ. გ. 47°34′00″ ა. გ. / 39.73333° ჩ. გ. 47.56667° ა. გ. / 39.73333; 47.56667
დაარსდა 24 ნოემბერი 1939
ფართობი 1,131 კმ²
ცენტრის სიმაღლე 50 მეტრი
მოსახლეობა 135,000 (2005)
სატელეფონო კოდი 994 21
საფოსტო ინდექსი 1200
საავტომობილო კოდი 11
ISO 3166 კოდი AZ-BEY[1]
A-Beylagan.PNG

ბეილაგანის რაიონი (აზერ. Beyləqan) — აზერბაიჯანის ერთ-ერთი რაიონი, მისი დედაქალაქია ბეილაგანი. დაარსდა 1939 წლის 24 ნოემბერს, 1939–1963 წლებში ჟდანოვის რაიონს უწოდებდნენ. 1963 წელს გაერთიანდა იმიშლის რაიონთან. სახელი „ბეილაგანი“ დაერქვა აზერბაიჯანის სსრ უზენაესი საბჭოს 1989 წლის დადგენილებით.

დედაქალაქმა ბეილაგანმა 1966 წელს მიიღო ქალაქის სტატუსი. რაიონი მოიცავს 42 დასახლებას, მათ შორის ერთი ქალაქია, 16 დასახლებული პუნქტი და 25 სოფელი. ბეილაგანის ოლქში არის საერთო ჯამში 37 მუნიციპალიტეტი. მისი სატელეფონო კოდია (+994) 21.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიონის სახელწოდება სხვადასხვა ისტორიულ წიგნშია ნახსენები. ერთ-ერთი მათგანი „გზები და ქვეყნები“ დაწერილია ნაილა ვალიხანლის მიერ. ძირითადი ისტორიული მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები მითითებულია ამ წიგნში. ამავდროულად, საბერძნეთიდან ბეილაგანისკენ მიმავალი მარშრუტის მითითება გვიჩვენებს ქალაქის მნიშვნელობას. წყაროების თანახმად, აბრეშუმის გზის დერბენტ-არდებილის მონაკვეთი ბეილაგანში გადიოდა. ქალაქის ვაჭრებმა კარგი ეკონომიკური მდებარეობის წყალობით ურთიერთობა დაამყარეს ჩინეთთან, ინდოეთთან, ირანთან, საქართველოსთან და ბიზანტიასთან.

ისტორიული წყაროებიდან ჩანს, რომ ბეილაგანი დაარსდა V საუკუნეში. XI საუკუნეში ქალაქი მთლიანად განადგურდა მონღოლთა დამპყრობლური ომების გამო. ბეილაგანის რეკონსტრუქცია თემურლენგის მიერ XIV საუკუნეში დაიწყო, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ შეწყდა. ბეილაგანის ძველი ნაწილი XVI საუკუნეში დაინგრა და მას შემდეგ აღარასოდეს აღუდგენიათ.[3]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„Köppen“–ის კლიმატის კლასიფიკაციით ბეილაგანს აქვს ნახევრადმშრალი კლიმატი, ცხელი ზაფხულითა და ზომიერი ზამთრით. კლიმატის ფორმირებაში მთავარ როლს თამაშობს გეოფიზიკური მდებარეობა. ტერიტორია მუდმივად დაზარალებულია ციკლონებით და ჰაერის ნაკადებით, რომლებიც მოდის ტროპიკებიდან და შუა აზიის ქვეყნებიდან. საშუალო წლიური ტემპერატურა 14 °C-ია. იანვრის საშუალო ტემპერატურა 1,8 °C, ხოლო ივლისისა 26 °C-ს შეადგენს.

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფლორისათვის დამახასიათებელია ნახევრად არიდული მცენარეები. მდინარე მტკვრის სანაპირო ზოლი მცირე ფართობზე დაფარულია ვერხვით, თუთით, კვიპაროსის ხეებით და ტუგაის ტყეებით.

გაზელი, მელა, გარეული ღორი, მგელი, ნაცრისფერი კურდღელი ამ რაიონისთვის დამახასიათებელი ცხოველებია. ტუგაის ტყეებში და ჭაობიან ადგილებში ასევე გვხვდება ზღარბი, გველები, ბუები და კოდალალები. ტბორებში ბინადრობენ იხვები და თოლიები.

მცენარეების და ცხოველების მრავალი ადგილობრივი სახეობა დაცულია აღგიოლის ეროვნულ პარკში, აქ განსაკუთრებით იცავენ გადამფრენ ფრინველებს.[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. MusicBrainz — 2000.
  2. Şəhərlərarası telefon kodları. Aztelekom İB. წაკითხვის თარიღი: 19 August 2015. (აზერბაიჯანული)
  3. Tarixi - BEYLƏQAN RAYON Icra Hakimiyyəti. წაკითხვის თარიღი: 2018-07-14
  4. Coğrafi mövqeyi - BEYLƏQAN RAYON Icra Hakimiyyəti. წაკითხვის თარიღი: 2018-07-27