ქალბაჯარ-ლაჩინის რეგიონი

ქალბაჯარ-ლაჩინის (ეკონომიკური) რეგიონი (აზერ. Kəlbəcər-Laçın iqtisadi rayonu) — აზერბაიჯანის ეკონომიკური რეგიონებიდან ერთ-ერთი. რეგიონში შედის: ქალბაჯარის, ლაჩინის, გუბადლის და ზანგილანის რაიონი. 1993-2020 წლებში, რეგიონი მთლიანად ოკუპირებული იყო და იმყოფებოდა არაღიარებულ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის კონტროლის ქვეშ.
ფართობი — 6420 კმ²-ია, რაც მთლიანი აზერბაიჯანის ტერიტორიის 7,5% შეადგენს. მოსახლეობა (მათ შორის, დევნილებით, იძულებით გადაადგილებული პირებით) შეადგენს 244,0 ათას კაცს (2015 წლის მონაცემებით).[1] ფაქტობრივად, რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობონ მარტო სომხები.[2][3]
მრეწველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეგიონში მოიპოვება: ოქრო, ვერცხლისწყალი, ხრომიტი, მარმარილოთი მოპირკეთებისთვის სამშენებლო ქვა, პირიტი.
1988 წლის მონაცემებით, მრეწველობა წარმოდგენილია ადგილობრივი ნედლეულის დამუშავებით. რეგიონში განვითარებულია ხალიჩების ქსოვა.
სოფლის მეურნეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1988 წლის მონაცემებით, რეგიონის სოფლის მეურნეობის დარგებია: მეცხოველეობა, მეფუტკრეობა, თამბაქოს მოყვანა, მევენახეობა, ხეხილის და მარცვლეულის მოყვანა.
ტურიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დასვენებისა და მკურნალობისთვის არსებობს ბუნებრივი ბალნეოლოგიური რესურსები და მინერალური წყლები.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.15 Territories, number and density of population by economic and administrative regions of the Republic of Azerbaijan
- ↑ Население Нагорно-Карабахской Республики. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-04. ციტირების თარიღი: 2016-08-04
- ↑ Этнический состав населения НКР по переписи 2005 года. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-22. ციტირების თარიღი: 2016-08-04
| ||||||||