გოიგოლის რაიონი
ადმინისტრაციული ერთეული | ||
---|---|---|
გოიგოლის რაიონი აზერ. Göygöl rayonu | ||
ქვეყანა | აზერბაიჯანი | |
ადმ. ცენტრი | გოიგოლი | |
კოორდინატები | 40°35′00″ ჩ. გ. 46°18′00″ ა. გ. / 40.58333° ჩ. გ. 46.30000° ა. გ. | |
მმართველი | Elvin Pashaev | |
დაარსდა | 8 აგვისტო, 1930 | |
ფართობი | 1183 კმ² | |
მოსახლეობა | 60 890 (2014) | |
სატელეფონო კოდი | 230 | |
საფოსტო ინდექსი | AZ2500 | |
საავტომობილო კოდი | 25 | |
ოფიციალური საიტი | http://goygol-ih.gov.az | |
| ||
გოიგოლის რაიონი (აზერ. Göygöl) — აზერბაიჯანის ერთ-ერთი რაიონი. რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი გოიგოლი. 2008 წლის 25 აპრილს, აზერბაიჯანის პარლამენტის გადაწყვეტილებით, რაიონს ეწოდა სახელი „გოიგოლი“.[1][2]
რაიონში არის 15 კულტურული ცენტრი, 41 ბიბლიოთეკა, 2 მუსიკალური სკოლა (ქალაქ გოიგოლში და სოფელ ხაგანში), 2 მუზეუმი ჰეიდარ ალიევის მუზეუმის ცენტრი და ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი, ასევე რეგიონში არის 3 პარკი.[3]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი გოიგოლი დაარსდა 1819 წელს, გერმანელი დევნილების მიერ რომლებიც ჩამოვიდნენ ვიურტემბერგის სამეფოდან და ამ ადგილს უძახდნენ ჰელენენდორფს. სახლები აშენდა გერმანულ სტილში, დაიშალა ქუჩები, შეიქმნა სკოლა, საბავშვო ბაღი და მუსიკალური სასწავლებელი. ამჟამინდელი აგრარული ინდუსტრიის ქარხნის ძირითადი შენობა მეღვინეობისთვის შექმნეს, სადაც ღვინოსა და კონიაკს აწარმოებდნენ.[4][5]
გოიგოლის რაიონის მიდამოებში, ნარიმანოვის ოლქი შეიქმნა 1930 წლის აგვისტოში, რომლის ცენტრი იყო ჰელენენდორფი. სახელი ნარიმანოვი შეიცვალა, მაგრამ მის ცენტრს ჰელენენდორფს ეძახდნენ ქალაქ ხანლარს 1938 წლის ნოემბრიდან. 1992 წლის თებერვალში რაიონის ტერიტორია დაიყო 2 ოლქად. უბნის სახელები და მისი ცენტრი კვლავ შეიცვალეს 2008 წელს, პრეზიდენტის 2008 წლის 7 მაისის ბრძანებულების შესაბამისად და ეწოდა, როგორც გოიგოლის რაიონი და ქალაქი გოიგოლი.[4]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდებარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გოიგოლის რაიონი მდებარეობს მთიან ზონაში, აზერბაიჯანში, ბაქოდან 364 კილომეტრში დაშორებით. მისი ყველაზე მაღალი წერტილი ზღვის დონიდან 3 724 მეტრია. რაიონს ესაზღვრება ჩრდილოეთით სამუხის ადმინისტრაციული რაიონი, აღმოსავლეთიდან გორანბოი, სამხრეთით - კალბაჯარი, დასავლეთით - დაშქესანი, ჩრდილო-დასავლეთი შამქორი და ჩრდილოეთით ქალაქი განჯა. რაიონი მოიცავს 935 700 კმ2 ფართობის ტერიტორიას და აქ მოსახლეობის რიცხვი 63 000 ადამიანს შეადგენს. [6][7]
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გოიგოლის რაიონის კლიმატის მაჩვენებლები განსხვავდება სიმაღლის მიხედვით.[7] აქ დომინანტურია ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი და მას მოსდევს ცივი ნახევრად მშრალი, თბილი ტენიანი კონტინენტური და ცხელი ტენიანი კონტინენტური კლიმატი.[8]
გოიგოლში საშუალო წლიური ტემპერატურა 12.4°C-ია, ხოლო წლიური საშუალო ნალექი 424 მმ.[8]
სპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გოიგოლში არის ოლიმპიური სპორტული კომპლექსი, რომელიც გაიხსნა 2014 წლის იანვარში (გოიგოლის ცენტრალური ქალაქის სტადიონი და სხვა სპორტული ობიექტები).[9][10]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- На сайте Azerbaijan დაარქივებული 2018-12-25 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Изменились названия двух городов Азербайджана. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-11. ციტირების თარიღი: 2019-10-14.
- ↑ Azerbaijani Khanlar Region Re-named[მკვდარი ბმული]
- ↑ Culture. ციტირების თარიღი: 2018-08-28
- ↑ 4.0 4.1 History. ციტირების თარიღი: 2018-08-28
- ↑ „German footprints in the Caucasus“. euronews (ინგლისური). 2015-04-27. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-28. ციტირების თარიღი: 2018-08-28.
- ↑ About Goygol district. ციტირების თარიღი: 2018-08-28
- ↑ 7.0 7.1 Location. ციტირების თარიღი: 2018-08-28
- ↑ 8.0 8.1 Climate Goygol District: Temperature, Climograph, Climate table for Goygol District. ციტირების თარიღი: 2018-08-28
- ↑ Sport. ციტირების თარიღი: 2018-08-28
- ↑ Olympic Facilities. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-14. ციტირების თარიღი: 2019-10-14.