შემახის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რაიონი
შემახის რაიონი
აზერ. Şamaxı rayonu
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ადმ. ცენტრი შემახა
კოორდინატები 40°38′00″ ჩ. გ. 48°40′00″ ა. გ. / 40.63333° ჩ. გ. 48.66667° ა. გ. / 40.63333; 48.66667
მმართველი Q61122313?
დაარსდა 8 აგვისტო, 1930
ფართობი 1611 კმ²
მოსახლეობა 93 700 კაცი (2005)
ეროვნული შემადგენლობა აზერბაიჯანელები, ლეზგები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +994 176
ოფიციალური საიტი http://www.shamaxi-ih.gov.az/

შემახის რაიონი (აზერ. Şamaxı rayonu) — რაიონი აზერბაიჯანის აღმოსავლეთ ნაწილში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი შემახა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემახის რაიონი, ძველი შირვანის, შირვანშაჰის სამფლობელოს, ცენტრი, მდებარეობს კავკასიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთებზე. 1846 წელს, მას შემდეგ რაც აზერბაიჯანის ტერიტორია რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა, ჩამოყალიბდა შემახის გუბერნია და შემახის მაზრა. 1859 წლის 2 დეკემბერს ქალაქი შემახა დაანგრია მიწისძვრამ, რის გამოც გუბერნიის ცენტრი გადაიტანეს ბაქოში და ეწოდა ბაქოს გუბერნია. 1930 წელს ჩამოყალიბდა შემახის რაიონი.

ღირსშესანიშნაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიონის ტერიტორიაზე უამრავი ისტორიული ძეგლი მდებარეობს, მათ შორის აღსანიშნავია:

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიონი დაყოფილია ერთ საქალაქო (შემახა), სამი დასახლების და 46 სოფლის მუნიციპალიტეტად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]