შაქი-ზაქათალის რეგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შაქი-ზაქათალის რეგიონი

შაქი-ზაქათალის (ეკონომიკური) რეგიონი (აზერ. Şəki-Zaqatala iqtisadi rayonu) — აზერბაიჯანის ეკონომიკური რაიონებიდან ერთ-ერთი. რეგიონში შედის რაიონები: ბელაქანის, კახის, ქაბალის, ოღუზის, ზაქათალის და შაქის; ასევე ქალაქი შაქი და ზაქათალა.

ფართობი — 8840 კმ²-ია, რაც მთლიანი აზერბაიჯანის ტერიტორიის 10,3 % შეადგენს. რეგიონში არსებობს წყლის მნიშვნელოვანი რეზერვები. ეკონომიკის საფუძველია სოფლის მეურნეობა. რეგიონის ტერიტორიების სიმაღლის დიდი განსხვავება, მიზეზია მრავალფეროვანი ბუნებრივი პირობების, რეგიონს ახასიათებს ზომიერი კლიმატი. მოსახლეობა — 599,9 ათასი კაცი (2015 წლის მონაცემებით).[1]

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესპუბლიკის პირიტის საბადო მარაგის უმრავლესობა, რაც 90% შეადგენს, ასევე თუთიის 99 %, კონცენტრირებულია ამ რეგიონში. კავკასიის რეგიონში არსებული ორი პოლიმეტალის (მადნეულის) საბადოდან ერთი (ფილიზჩაის) მდებარეობს ამ რეგიონში. რეგიონის ტერიტორიის 27 % დაფარულია ტყეებით.

სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია: თამბაქოს მოყვანა, მეჩაიეობა, მეხილეობა, მარცვლეულის მოყვანა, მევენახეობა, მეცხვარეობა.

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონში განვითარებულია სატრანსპორტო ქსელი. სარკინიგზო ხაზი ევლახი-ბელაქანი ექსპლუატაციაში შევიდა გასული საუკუნის 80-იან წლებში, რომელმაც გააფართოვა კავშირი სხვა რეგიონებთან. ხორციელდება ავიარეისები ბაქო-ზაქათალა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]