შაქი (აზერბაიჯანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შაქი (მრავალმნიშვნელოვანი).
ქალაქი
შაქი
Şəki

შაქის ღირსშესანიშნაობები
გერბი

ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
კოორდინატები 41°11′31″ ჩ. გ. 47°10′14″ ა. გ. / 41.19194° ჩ. გ. 47.17056° ა. გ. / 41.19194; 47.17056
მმართველი Elkhan Usubov
ფართობი 9 კმ²
ცენტრის სიმაღლე 545±1 მეტრი
ოფიციალური ენა აზერბაიჯანული ენა
მოსახლეობა 63 000 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 7,100 კაცი/კმ² კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა აზერბაიჯანელები,
რუთულეელბი,
ლეზგები,
წახები
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი +994 2424
საფოსტო ინდექსი AZ5500
საავტომობილო კოდი 55[1]
ოფიციალური საიტი http://sheki-ih.gov.az/az
შაქი (აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანი
შაქი (აზერბაიჯანი)

შაქი (აზერ. Şəki; 1968 წლამდე – ნუხა, აზერ. Nuxa) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ აზერბაიჯანში, შაქის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. განლაგებულია კავკასიონის სამხრეთ ნაწილში, ბაქოდან 325 კმ-ში. მოსახლეობა შეადგენს 63 ათას კაცს.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შაქის კლიმატს განსაზღვრავენ ციკლონები და ანტიციკლონები, სხვადასხვა საჰაერო მასები და ადგილობრივი ქარები. საშუალო წლიური ტემპერატურა შაქიში 12 °С. ივნისსა და აგვისტოში ტემპერატურა 20-25 °С აღწევს. ქალაქის სიმაღლე 500—850 მ ზღვის დონიდან. ტყეებში იზრდება წიფელი და თხილი. ქალაქის მთავარი მდინარეაბია - ქიში და გურჯანი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შაქის სახანოს რუქა, 1823

აზერბაიჯანელი ისტორიკოსების მიხედვით, ტოპონიმი უკავშირდება მომთაბარე ტომ საკების ეთნონიმს, რომლებმაც თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიას ძვ. წ. VII საუკუნეში მოაღწიეს და აქ დასახლდნენ კიდეც.[2] შუა საუკუნეებში შაქი ჯერ ჰერეთის სამეფოს დედაქალაქი იყო, შემდეგ კი ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში შევიდა. 1743 წელს, აჯი-ჩალაბის სეფიანთა ირანის წინააღმდეგ აჯანყების შედეგად, დაარსდა შაქის დამოუკიდებელი სახანო. 1813 წლის გულისტანის ხელშეკრულებით, ქალაქი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა.

როგორც სახელმწიფო ფორმირება შაქი პირველად XIV საუკუნის ბოლოს იხსენიება[3][4]. შაქის მფლობელი იყო სიდი აჰმედ ორლათი, რომელიც გათიურქებული მონღოლების ორლათების ტომიდან იყო. 1402 წელს შაქის ჯარებმა მონაწილეობა მიიღეს თემურლენგის ლაშქრობაში სულთან ბაიაზიდ I წინააღმდეგ[3]. ყარა-ქეშიშ-ოღლუს დინასტიის პერიოდის დროს შაქის რეგიონი იყო აყვავებული სოფლის მეურნეობის ქვეყანა, რომელიც აბრეშუმს აწარმოებდა. სეფიანთა სახელმწიფოს განვითარებით შაქი გარკვეულწილად დამოუკიდებელი სეფიანების ხელისუფლებას აღიარებდა. 1551 წელს შაქის ჯარები ირანის შაჰის თამაზ I მიერ იქნა დამარცხებულ იქნა და ქალაქმა თავისი დამოუკიდებლობა დაკარგა[3].

1743-1819 წლებში შაქი შაქის სახანოს დედაქალაქია[4]. 1743 წელს აჯი ჩალაბი კლავს ნადირ შაჰის ხელქვეითს, შაქის მმართველს მელიქ ნაჯაფს და საკუთარი თავი შაქის ხანად გამოაცხადა.

ირანის მმართველი ნადირ შაჰი იმისათვის, რომ შაქელები დაემორჩილებინა 1744 წელს დიდი არმიიით შეიჭრა შაქიში და ოთხი თვე ალყაში ჰყავდა ციხე სიმაგრე გელერსენ-გორერსენი, სადაც აჯი ჩალაბი იმალებოდა. ნადირ შაჰის ბრძანებით ქალაქი განადგურებულ იქნა. თუმცა ციხესიმაგრის აღება მაინც ვერ მოახერხეს და იძულებული გახდა მოეხსნა ციხის ალყა და შაქი დატოვა. აჯი ჩალაბი სიკვდილის შემდეგ შაქის ხანი გახდა მისი ვაჟი აღაქიში-ბეგი (1755-1760), შემდეგ კი მისი შვილიშვილი ჰუსეინ ხანი (1760-1779). ჩელების დინასტია მართავდა დამოუკიდებელ შაქის ხანს სანამ სახანო რუსეთის იმპერიას შეუერთდა.

შაქის (ნუხას) გერბი რუსეთის იმპერიის დროს

მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ ნუხა — ქალაქის ძველი სახელწოდებაა. თუმცა ისტორიული წყაროების ანალიზების შედეგად, დადგინდა, რომ შაქი და ნუხა სხვადასხვა დასახლებული პუნქტებია. ქალაქი შაქი ოდნავ დაბლა მდებარეობდა, ქიშის ხეობაში. 1772 წელს ძლიერი წყალდიდობის შედეგად ქალაქი დანგრეულ იქნა. მის მერე მოსახლეობა გადავიდა ნუხაში. შედეგად ნუხა ძლიერ განვითარდა და გაფართოვდა[5].

აზერბაიჯანელი ისტორიკოსის აბასგული-აღა ბაქიხანოვის მიერ, ნუხა იყო შირვანის ქალაქი, რომელსაც ადრე ეწოდა ნახია ან ნაგია. ქერიმ აღა ფათეჰი წერდა, რომ ნუხა არსებობდა XV საუკუნეში ნოხუს სახელწოდების ქვეშ.

არქეოლოგიური გათხრებისას ქალაქში იპოვეს მონეტები, რომლებიც XII საუკუნეს მიეკუთვნოდა.

XIX საუკუნის აზერბაიჯანელი ისტორიკოსი ჰაჯი სეიდ აბდულ ჰამიდი ადასტურებდა, რომ შაქი და ნუხა სხვადასხვა ქალაქები იყვნენ. ის წერდა, რომ ნუხისა და შაქის მაცხოვრებლებმა კავშირი შექმნეს და აირჩიეს მმართველად ალიჯანი, რომელიც შედეგად გახდა ხანი და შაქის ვილაიეთს მართავდა. იგი იცავდა სახანოს სპარსელებისგან და კარგი მმართველიც იყო (1456—1457).

1840 წელს შექიმნა შაქის მაზრა, რომლის ცენტრიც ქალაქი ნუხა იყო.  ქალაქს ეწვივნენ ისეთი მწერლები, როგორებიც არიან: ლევ ტოლსტოი, ალექსანდრე დიუმა და ასევე გენერალი ნ.რაევსკი[4].

1968 წლის 6 მარტს აზერბაიჯანის სსრ-ის 97-ე მინისტრთა საბჭოს რეზოლუციით ქალაქის ისტორიული ნაწილი „იუხარი ბაში“ არქიტექტურულ ნაკრძალად გამოცხადდა[6].

საბჭოთა წლებში ქალაქი გახდა აზერბაიჯანის სსრ-ს შაქის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქში დაარსდა აბრეშუმის საწარმო, სამკერვალო ფაბრიკა, თამბაქოს ქარხანა, აგურის ქარხნა, ხორცის ქარხანა, კვების მრეწველობის ქარხანა, ტექსტილის, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკური სკოლები, პედაგოგიური, სამედიცინო და მუსიკალური კოლეჯები, ხალხური თეატრი (დრამატული თეატრი), ადგილობრივი ისტორიის მუზეუმი, აზერბაიჯანელი მწერლისა და განმანათლებლის მირზა ფათალი ახუნდოვის სახლ-მუზეუმი, რომელიც შაქიში დაიბადა, ასევე შაქის ხანების სასახლეც ქალაქში მდებარეობს[7].

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.dyp.gov.az/index.php?/az/content/210
  2. Narinqala: Shaki's History. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-09. ციტირების თარიღი: 2010-12-06.
  3. 3.0 3.1 3.2 Шеки (историч. область в Азербайджане) — статья из Большой советской энциклопедии.
  4. 4.0 4.1 4.2 Словарь современных географических названий. — Екатеринбург: У-Фактория. Под общей редакцией акад. В. М. Котлякова. 2006.
  5. Рзаев Н. О происхождении Шеки и Нухи // Доклады Академии наук Азербайджанской ССР. — Б., 1973. — С. 88.
  6. Саламзаде А. Р., Исмаилов А. И., Мамед-заде К. М. Шеки. Историко-архитектурный очерк / Под ред. М. А. Усейнова. — Б.: Элм, 1988. — С. 200. — 237 с.
  7. Шеки (город в Азербайджане) — статья из Большой советской энциклопедии.