მტრედისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მტრედისებრნი
შინაური მტრედი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Columbidae Illiger, 1811
გავრცელება

მტრედისებრნი (ლათ. Columbidae) — ფრინველთა ერთადერთი თანამედროვე ოჯახი მტრედისნაირთა რიგისა. შედგება „დიდი“ და „მცირე“ მტრედებისაგან. მოიცავს 310 სახეობას. მტრედისებრნში ყველაზე გავრცელებულია ე.წ. გარეული მტრედი.

მტრედისებრნი გამოირჩევიან სიმსუქნით. ბინადრობენ ხეებზე. ისინი აშენებენ შედარებით სუსტ ბუდეებს — ხშირად იყენებენ ჩხირებს და სხვა ნარჩენებს — რომელიც შეიძლება განთავსდეს ხეებზე, შენობებზე და სხვა. დებენ ერთ ან ორ კვერცხს, რომლებზეც ორივე მშობელი ზრუნავს. იკვებებიან მარცვლეულითა და ხილით. როგორც დედალი, ასევე მამალი საჭმლის მომნელებელი სისტემის დასაწყისში არსებული ჩიჩახვიდან გამოყოფენ სქელ, რძისმაგვარ ნივთიერებას — ე.წ. „ჩიტის რძეს“, რითაც ხუნდებს (ბარტყებს) კვებავენ. ისინი ბუდეს 7-28 დღეში ტოვებენ.[1]

გვარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Crome, Francis H.J. (1991). Forshaw, Joseph, ed. Encyclopaedia of Animals: Birds. London: Merehurst Press. pp. 115–116. ISBN 1-85391-186-0.