გუბადლის რაიონი
![]() | |||
| |||
ქვეყანა |
![]() | ||
---|---|---|---|
ადმ. ცენტრი | გუბადლი | ||
კოორდინატები | 39°15′53″ ჩ. გ. 46°31′41″ ა. გ. / 39.26472° ჩ. გ. 46.52806° ა. გ. | ||
მმართველი | მალიქ ისაქოვი | ||
დაარსდა | 8 აგვისტო 1930 | ||
ფართობი | 802 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 520 მეტრი | ||
მოსახლეობა | 31 504 კაცი (1993) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
სატელეფონო კოდი | +994 133 | ||
საფოსტო ინდექსი | 3900 | ||
საავტომობილო კოდი | 39 | ||
ISO 3166 კოდი | AZ-QBI[1] | ||
ოფიციალური საიტი | gedabey.az | ||
![]() | |||
გუბადლის რაიონი (აზერ. Qubadlı rayonu) — ფორმალური ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აზერბაიჯანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ტერიტორია, რომელიც ფაქტობრივად კონტროლდება არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მიერ, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ადმინისტრაციული დაყოფის თანახმად გუბადლის რაიონის ტერიტორია მდებარეობს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის კაშატაგის რაიონში. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების თანახმად გუბადლის რაიონის ტერიტორია განიხილება, როგორც სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპირებულად[2][3].
რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი გუბადლი, რომელიც მდებარეობს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მიერ ფაქტობრივად კონტროლირებად ტერიტორიაზე და მისი ადმინისტრაციული დაყოფის თანახმად მას ეწოდება სანასარი.
გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რაიონი მდებარეობს აზერბაიჯანის სამხრეთ-დასავლეთში. რელიეფი მთიანი და მთაგორიანია. ყველაზე უფრო მაღალი წერტილი მდებარეობს ტორაგაჩის მწვერვალზე, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან შეადგენს 2003 მეტრს. კლიმატი ზომიერად კონტინენტალურია. რაიონის ტერიტორიაზე მიედინებიან მდინარეები აკერა და ვოროტანი. გუბადლის რაიონი დასავლეთით 120 კმ-ის სიგრძეზე ესაზღვრება სომხეთს, ჩრდილოეთით — ლაჩინის და ხოჯავენდის რაიონებს, აღმოსავლეთით ჯაბრაილის რაიონს, სამხრეთით — ზანგილანის რაიონს[4].
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გუბადლის რაიონი შეიქმნა 1933 წელს აზერბაიჯანის სსრ-ს შემადგენლობაში.
1993 წლის მეორე ნახევარში ყარაბახის ომის დროს გუბადლის რაიონის ტერიტორია გადავიდა სომხეთის შეიარაღებული ძალების კონტროლ ქვეშ. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ რაიონის ტერიტორია ითვლება კაშატაგის რაიონის ნაწილად.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ MusicBrainz — MetaBrainz Foundation, 2000.
- ↑ Резолюция СБ ООН № 874 от 14 октября 1993 года
- ↑ Резолюция СБ ООН № 884 от 12 ноября 1993 года
- ↑ Кубатлинский район на сайте консульства Азербайджана в Санкт-Петербурге. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-12. ციტირების თარიღი: 2017-11-22.
|