ყაზახის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ყაზახის რაიონი
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ადმ. ცენტრი ყაზახი
კოორდინატები 41°05′36″ ჩ. გ. 45°21′58″ ა. გ. / 41.09333° ჩ. გ. 45.36611° ა. გ. / 41.09333; 45.36611
დაარსდა 8 აგვისტო 1930
ფართობი 701 კმ²
ცენტრის სიმაღლე 396 მეტრი
მოსახლეობა 91,142 (2013)
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი 279
საფოსტო ინდექსი 3500
საავტომობილო კოდი 35
ISO 3166 კოდი AZ-QAZ[1]
ოფიციალური საიტი http://www.qazax-ih.gov.az/
Qazakh in Azerbaijan (disputed hatched).svg

ყაზახის რაიონი (აზერ. Qazax rayonu) — ადმინისტრაციული ერთეული აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთში. ადმინისტრაციული ცენტრი — ყაზახი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიონი მდებარეობს რესპუბლიკის დასავლეთ ნაწილში, განჯა-ყაზახის ვაკის აღმოსავლეთ ნაწილში, რომელიც გაშლილია მცირე კავკასიონის მთის კალთებიდან მტკვრამდე. ტერიტორია ჩრდილო-დასავლეთით საქართველოს, სამხრეთით და სამრეთ-დასავლეთით სომხეთს ესაზღვრება. რაიონის ტერიტორიის რელიეფი რთულია. რაიონის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები აღსთაფაჩაი, ჯოღაზჩაი და ინჯისუ. სიმაღლე, ზღვის დონიდან, მტკვრის ნაპირზე 100 მეტრს შეადგენს, ხოლო დასავლეთში თანდათან 1 000 მეტრს აღწევს. უმაღლესი წერტილი — მთა „ოდუნდაღი“ (1 316 მ). რაიონის კლიმატი ხასიათდება ზომიერი ზამთრით და ცხელი ზაფხულით. აზერბაიჯანის სსრ-ის ანკლავები ბარხუდარლი, იუხარი-ასქიფარა, აშაღი-ასქიფარა და სოფულუ, რომლებიც მდებარეობს სომხეთის სსრ-ის ტერიტორიაზე, 1990-იანი წლებიდან დე-ფაქტოდ სომხეთის მიერ კონტროლირდება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონი, საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა მეზობელი სახელმწიფოების და ძალების მიერ დამპყრობილი იყო, მათ შორის სასანიანთა იმპერიის, ბიზანტიის იმპერიის, არაბების, თურქი სელჩუკების, საქართველოს, მონღოლების, ტიმურიდების, ყარა-ყოიუნლუსა და აყ-ყოიუნლუს თურქმანული ტომების მიერ. ტერიტორიას, 1578-1607 წლებში და ხელახლა 1722-1735 წლებში, ოსმალეთის იმპერიაც აკონტროლებდა.

რუსეთ-სპარსეთის ომის (1804-1813) შემდეგ, რუსეთის იმპერიამ გულისტანის ხელშეკრულების ძალით მოიპოვა ამ ტერიტორიაზე კონტროლი. რუსეთის მმართველობის ქვეშ, ეს ტერიტორია ტფილისის გუბერნიის შემადგენლობაში შედიოდა, სანამ 1868 წელს ელიზავეტპოლის გუბერნია არ ჩამოყალიბდა, რომლის შემადგენელი ნაწილიც გახდა. თანამედროვე სამხედრო ისტორიკოსი აღნიშნავდა შემდეგ ეთნოგრაფიულ დეტალებს: „აბას მირზას მარშრუტი გადიოდა დიდი ტომის, კაზაკების ქვეყანაზე, რომელიც ძალიან ძლიერი და ხშირი ტყითაა დაფარული.“ მან ასევე აღნიშნავდა, რომ: „ამ ტომსა და რუს კაზაკებს შორის კავშირი არ არსებობს, ისინი ყირგიზ კაზაკის შთამომავლები არიან, რომლებიც ჩინგიზ-ყაენის დაქვემდებარებაში იყვნენ. მათ ხშირად ყარაფაფახებსაც უწოდებენ, რომლებიც ცხვრის ტყავისგან დამზადებულ შავ ქუდს ატარებენ.“[2]

სამხრეთ კავკასიის ბრიტანული ოკუპაციის ქვეშ მოქცევის შემდეგ, ბრიტანეთის მთავარმა კომისარმა სამხრეთ კავკასიაში სერ ოლივერ უორდროპმა გადაწყვიტა, რომ ერევნის გუბერნია და ყარსის ოლქი სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკას გადაეცა და ელიზავეტპოლისა და ბაქოს გუბერნია აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკისთვის, რეგიონის სადავო საკითხების გადაჭრის მიზნით. თუმცა, ეს წინადადება უარყვეს, როგორც სომხებმა (რომლებსაც არ სურდათ ყაზახის, ზანგეზურის (დღევანდელი სიუნიქის) და მთიანი ყარაბაღის დათმობა), ისე აზერბაიჯანელებმა (რომლებისთვის მიუღებელი იყო ნახიჩევანის დათმობა). როდესაც ორ მხარეს შორის კონფლიქტი დაიწყო, 1919 წლის შუა რიცხვებში ბრიტანეთმა დატოვა რეგიონი.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიონი იყოფა ერთ ქალაქად და 21 სოფლად. ყაზახის საქალაქო მუნიციპალიტეტი მოიცავს ქალაქ ყაზახსა და ნ. ნარიმანოვის დასახლებულ პუნქტს.

ხალიჩის წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყაზახი ცნობილია, როგორც აზერბაიჯანის სახალიჩო სკოლის ერთ-ერთ ცენტრად. ხალიჩების უზარმაზარი რაოდენობა, რომელიც XVI-XX საუკუნეებში ყაზახის სახანოსა და ელიზავეტპოლის გუბერნიაში შეიქმნა, გავრცელებულია მთელ მსოფლიოში საერთო სახელით — „ყაზახის ხალიჩები“.

ცნობილი პირები რაიონიდან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Мильман А. Ш. Политический строй Азербайджана в XIX—начале XX веков (административный аппарат и суд, формы и методы колониального управления). — Баку: 1966.
  • Щеблыкин И. П. Памятники азербайджанского зодчества эпохи Низами (материалы) / Под ред. И. Джафарзаде. — Б.: Издательство АзФАН, 1943.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. MusicBrainz — 2000.
  2. Lt-Gen. William Monteith, Kars and Erzeroum: With the Campaigns of Prince Paskiewitch, in 1828 and 1829; and an Account of the conquests of Russia beyond the Caucasus, from the time of Peter the Great to the Treaty of Turcoman Chie and Adrianople, London: Longman, 1856, p. 60