ჰაჯიყაბულის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ადმინისტრაციული ერთეული
ჰაჯიყაბულის რაიონი
აზერ. Hacıqabul rayonu
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ადმ. ცენტრი ჰაჯიყაბული
კოორდინატები 40°02′17″ ჩ. გ. 48°56′13″ ა. გ. / 40.03806° ჩ. გ. 48.93694° ა. გ. / 40.03806; 48.93694
მმართველი Rüstam Xalilov
დაარსდა 24 იანვარი, 1939
ფართობი 1640 კმ²
მოსახლეობა 77 027 (2020)
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი +994 21
საფოსტო ინდექსი 2400
საავტომობილო კოდი 24
ოფიციალური საიტი http://haciqabul-ih.gov.az/
ჰაჯიყაბულის რაიონი — აზერბაიჯანი
ჰაჯიყაბულის რაიონი

ჰაჯიყაბულის რაიონი (აზერ. Hacıqabul) — აზერბაიჯანის ერთ-ერთი რაიონი, რომელიც შეიქმნა 1990 წელს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. ჰაჯიყაბულის რაიონს ესაზღვრება ქალაქი შირვანი და ასევე აფშერონის, გობუსტანის, შემახის, აღსუს, ქურდამირის, საბირაბადის და სალიანის რაიონები

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბრეშუმის გზაზე მდებარე ჰაჯიყაბულის რაიონი, სხვადასხვა დროს დაპყრობილი იყო არაბთა, სელჩუკთა და სხვა სახელმწიფოების მიერ. ქვეყნის სახანოებად დაყოფის შემდგომ ეს რაიონი შედიოდა შამახის სახანოს შემადგენლობაში. ჩრდილოეთ აზერბაიჯანის რუსეთის სამეფოსთან შეერთების შემდეგ,[1] იგი შედიოდა კასპიის პროვინციის შემადგენლობაში რომელიც დაარსდა 1830 წელს.[2] 1841 წელს კასპიის პროვინციის გაუქმების შემდეგ, რაიონი შედიოდა შამახის გუბერნიის შემადგენლობაში. 1859 წელს შამახის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, გუბერნიის დედაქალაქად დედაქალაქი ბაქო გამოცხადდა. მის დღევანდელ ადმინისტრაციულ ცენტრ ჰაჯიყაბულს ქალაქის სტატუსი მიენიჭა 1938 წლის 29 ნოემბერს. [3][4]

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონში გადის ბაქო-თბილისის სარკინიგზო მაგისტრალი და აბრეშუმის გზის 82 კილომეტრი. ჰაჯიყაბულში ფუნქციონირებს 35-ზე მეტი სახელმწიფო და კერძო დაწესებულება. ამ დაწესებულებებიდან ყველაზე დიდია მდინარე მტკვრის წყალსადენების ექსპლუატაციის განყოფილებაა. იგი გაიხსნა 1971 წელს და უზრუნველყოფს მიმდებარე ტერიტორიებსა და ქვეყნის დედაქალაქს სასმელი წყლით. გაზსადენის წარმოების დეპარტამენტი და „Kalmaz“-ის მიწისქვეშა გაზსაცავი აკმაყოფილებს რესპუბლიკის ბუნებრივი გაზის მოთხოვნას. რაიონში მოქმედებს რკინიგზაც. მეფრინველეობის მეურნეობები სახელწოდებით „Adishirin“ და „Pirsaat“ ჰაჯიყაბულისა და მიმდებარე რაიონების კვერცხის მოთხოვნილებას აკმაყოფილებს. ორივე მეურნეობა მოქმედებს დამოუკიდებლობის მოპოვების პერიოდიდან.[5] მიუხედავად იმისა, რომ რაიონის ეკონომიკა სოფლის მეურნეობაზეა დამოკიდებული, ცოტა ხნის წინ ჰაჯიყაბულში ექსპლუატაციაში შევიდა საავტომობილო ქარხანა, რუსული „Russian Gas Group“-სა და „Azermash OJSC“-ს თანამშრომლობის ფარგლებში. გარდა ამისა, 2017 წელს დათარიღებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებით, ჰაჯიყაბულში შეიქმნება სამრეწველო რეგიონი, რომელიც განიხილება და რეგულირდება აზერბაიჯანის საინვესტიციო კომპანიის „OJSC“ -ის მიერ.[6][7]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფოს სტატისტიკური კომიტეტის თანახმად, მოსახლეობის რიცხვი 2018 წლის დასაწყისში 74,7 ათას ადამიანს შეადგენდა. მათგან 37,4 ათასი ცხოვრობს ქალაქებში, ხოლო 37,3 ათასი ადამიანი კი სოფლებში.[8]

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰაჯიყაბულის რაიონს აქვს მშრალი სუბტროპიკული კლიმატი ცხელი ზაფხულითა და გრილი ზამთრით, მინიმალური ნალექით. ნალექის დონე მნიშვნელოვნად დამოკიდებულია სეზონზე, ამიტომ რეგიონში უფრო მეტი ნალექი ზამთრის პერიოდშია, ზაფხულის პერიოდთან შედარებით. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 2 ° C-ია, ხოლო ივლისის კი 26 ° C. [9]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. History of Azerbaijan.
  2. Hacıqabul rayonunun tarixi. ციტირების თარიღი: 2018-08-29
  3. Hajigabul district az.
  4. Library branch#1 of Hajigabul region az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-30. ციტირების თარიღი: 2018-08-30
  5. Information on the administrative-territorial unit : Hajygabul. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-17. ციტირების თარიღი: 2019-10-18.
  6. The foundation of the automobile plant in Hajigabul Industrial Estate was laid..
  7. Socio-economic development of the regions. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-19. ციტირების თარიღი: 2019-10-18.
  8. Political division, population size and structure: Economic and administrative regions and towns- Population by sex, towns and regions, urban settlements of the Republic of Azerbaijan at the beginning of 2018.
  9. The climate of Azerbaijan..