ზარდაბის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ზარდაბის რაიონი — არის ადმინისტრაციული ერთეული ცენტრალურ აზერბაიჯანში. რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი არის ქალაქი ზერდაბი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღნიშნული რეგიონი მდებარეობს ცენტრალურ აზერბაიჯანში, ბაქოდან დაახლოებით 231 კილომეტრში და მთავარი კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთიდან სამხრეთ ნაწილში. ზარდაბის რაიონის ტერიტორია ზღვის დონიდან 11 მეტრია და მდებარეობს მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. ასევე, რაიონში მიედინება მდინარე ტურიანჩაიც.

ზარდაბში ზამთარი ზომიერად ცივია, ხოლო ზაფხული ცხელი, გამოირჩევა მშრალი სუბტროპიკული პირობებით. ტემპერატურა ზაფხულში აღწევს 41-44 გრადუსს, ხოლო ზამთარში 3 გრადუსს. წლიური ნალექი არის 335 მმ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზარდაბის რაიონი შეიქმნა 1935 წელს. 1962-1964 წლებში იყო უჯარის რეგიონის ნაწილი, 1965 წლიდან იგი კვლავ იღებს დამოუკიდებელი რეგიონის სტატუსს. ახლო წარსულში, რაიონი იყო გეოკაჩის პროვინციის ნაწილი.

ცნობილი აზერბაიჯანელი პუბლიცისტი ჰასან-ბეი ზარდაბი 1842 წლის 28 ივნისს, სწორედ ზარდაბში დაიბადა. დღეს იგი ითვლება თანამედროვე აზერბაიჯანული ჟურნალისტიკისა და თეატრის ერთ-ერთ ფუძემდებლად. განჯას სახელმწიფო უნივერსიტეტს დაერქვა ჰასან ბეი ზარდაბის სახელი.

1939 წლის აღწერის მონაცემებით, აზერბაიჯანის სსრ-ის ზარდაბის რაიონში აზერბაიჯანელები შეადგენდნენ 91.6% -ს, ლეზგებს - 4,5%, რუსებს კი 3.2% უჭირავთ.

მმართველები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზარდაბის რაიონის გამგებელია აღმასრულებელი განყოფილების ხელმძღვანელი. აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელები: მეჰრე ალიევი (1993 წლის 16 დეკემბრამდე); იმანოვ ტოფიგ სუფან ოღოღლუ (2005 წლის 29 მარტამდე); მამედოვი მანსურ გამზათ ოღლუ (2005 წლის 29 მარტიდან - 2007 წლის 14 დეკემბრამდე) და ამჟამად ბაბაევი ლუთვალი ბაბალი ოღოღლუ (2007 წლის 14 დეკემბრიდან დღემდე).

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, 2018 წლის მდგომარეობით, ზარდაბის რაიონის მოსახლეობამ შეადგინა 58.200. მთლიანი მოსახლეობის 29,500 კაცია და 29,300 კი ქალი.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზარდაბ სპარსული სიტყვაა (زردآب Zardab), რომელიც ყვითელ წყალს ნიშნავს. თარგმანის რამდენიმე ინტერპრეტაცია არსებობს. ზოგი ყვითელ წყალს „ბინძურ წყალს“ უწოდებს. მეორე ვერსიით ნათქვამია, რომ ტერმინი „ყვითელი“ ამ შემთხვევაში იგულისხმება ოქროსფერი ფერი. მესამე ვერსიით კი ნათქვამია, რომ სიტყვა „ზარდი“ მეორეხარისხოვანია, რაც ასევე ნიშნავს „საჭმელ ფრინველს“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]