შაქის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შაქის რაიონი
View of Shaki.JPG
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ადმ. ცენტრი შაქი
კოორდინატები 41°06′12″ ჩ. გ. 47°00′15″ ა. გ. / 41.10333° ჩ. გ. 47.00417° ა. გ. / 41.10333; 47.00417
დაარსდა 8 აგვისტო 1930
ფართობი 2,432.75 კმ²
ცენტრის სიმაღლე 317 მეტრი
მოსახლეობა 176,000
ISO 3166 კოდი AZ-SAK[1]
ოფიციალური საიტი http://sheki-ih.gov.az
Seki.PNG

შაქის რაიონი (აზერ. Şəki rayonuაზერბაიჯანის ერთ-ერთი რაიონი. მისი დედაქალაქია ქალაქი შაქი . იგი მდებარეობს დიდი კავკასიონის სამხრეთით. შაქს ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება დაღესტანი. 2018 წლის მონაცემებით რეგიონში 184 500 ადამიანი ცხოვრობს.[2] რაიონში არის 1 ქალაქი, 2 დასახლებული პუნქტი, 68 სოფელი და 31 სოფლის აღმასრულებელი სამსახური, ასევე 1 ქალაქის და 39 სოფლის მუნიციპალიტეტი. აქ არის 343 მმართველი და ორგანიზაციული განყოფილება, 17 ბანკის ფილიალი, 14 სასტუმრო და 1 ფოსტა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შაქი აზერბაიჯანის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. შუასაუკუნეების წყაროებში მას ამ სახელის გარდა სხვა სახელებითაც მოიხსენიებდნენ. ქალაქ შაქს დიდი ხნის განმავლობაში უწოდებდნენ „ნუხას“. ერთ-ერთმა ძველმა ავტორმა, პტოლემემ აღნიშნა, რომ ალბანეთის ქალაქებს შორის იყო დასახლება, სახელწოდებით „ნიგა“.[3] ილხანთა საყაენოს დაშლის შემდეგ, სხვა ადგილების მსგავსად, შაქის რაიონმაც მოიპოვა დამოუკიდებლობა და XIV საუკუნის პირველ ნახევარში ხელისუფლებაში მოვიდა ორლატთა თავადაზნაურობა. 1772 წელს, ისტორიული ქალაქი შაქი მთლიანად განადგურდა, ქალაქის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი შევიწროებული იქნა, ზოგიერთები გადავიდნენ სხვა ადგილებში, ზოგიც დასახლდა ქალაქის ახლანდელ ტერიტორიაზე.[4] აქ მდებარეობს შაქის ხანების სასახლე რომელიც შედის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.[5]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შაქის რაიონში მდებარეობს 65 დასახლებული პუნქტი, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ცხოვრობს ქალაქებში (შეადგენენ 66 900 ადამიანს), ხოლო სოფლებში ცხოვრობს დარჩენილი უმცირესობა (შეადგენენ 32 600 ადამიანს).[2] რაიონში ოფიციალური ენაა აზერბაიჯანული.

სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, 2018 წლის აღწერით, ქალაქის მოსახლეობა 185 500 ადამიანს შეადგენდა, რაც 2000 წლიდან მოყოლებული 26 700 ადამიანით გაიზარდა, 2000 წელს მოსახლეობის რაოდენობა 158 700 ადამიანს შეადგენდა (დაახლოებით გაიზარდა 16,8 პროცენტით).[6] მთლიანი მოსახლეობის 92 700 ადამიანი კაცია, ხოლო დანარჩენი 92 700 ქალი.[7] მოსახლეობის 25,1 პროცენტზე მეტს შეადგენენ 14–29 წლების ფარგლებში მყოფი მოზარდები და ახალგაზრდები.[8]

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მზიანი საათების წლიური ჯამი 2 350 საათს შეადგენს. ამათგან დაახლოებით 40 პროცენტი შეინიშნება ზაფხულში. კლიმატზე გავლენას ახდენს სხვადასხვა ჰაერის მასები, როგორებიცაა ციკლონები, ანტიციკლონები და ადგილობრივი ქარი. იანვარში საშუალო ტემპერატურა შაქში 0,5 °C-ია. საშუალო წლიური ტემპერატურა 12 °C-ს შეადგენს. ივნისსა და აგვისტოში კი 20°C-დან 25°C-მდე მერყეობს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]