ცაცხვი
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|ცაცხვი}} |
ცაცხვი (ლათ. Tilia caucasica) — ფოთოლმცვენი 35 მეტრამდე სიმაღლის ხეა. ხის ვარჯი დიამეტრით აღწევს 2 მეტრს, თხელი, მსკდომარე ქერქით. ფოთლები მორიგეობითია, გრძელყუნწიანი, დაკბილული, ზედა მხრიდან მწვანე, შიშველი, ქვედა მხრიდან-ნაცარა, ხშირად შებუსული, ყვავილები მოყვითალო-თეთრია, არომატული, შეკრებილია 3-15 ფარისებრ ნახევარქოლგა ყვავილედში.
გავრცელებულია ყველგან, წიწვოვანი ტყეების ზონამდე.
ქიმიური შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ეთერზეთები, გლიკოზიდები, მთრიმლავი ნივთიერებები და ლორწო. არომატის მატარებლად ითვლება ფარნეზოლის სპირტი. გარდა ამისა, ცაცხვის შემადგენლობაში შედის კაროტინი და C-ვიტამინი.
გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ცაცხვის ყვავილი გამოიყენება ოჯახურ ოფლმდენ საშუალებად, რომელიც მზადდება ცხელი ჩაის სახით, ხმარობენ აგრეთვე ნაყენს პირში და ყელში გამოსავლებად, საფენებისათვის და სხვა მიზნით.