ბაბექის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბაბექის რაიონიაზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ერთეული. ადმინისტრაციული ცენტრი არის ბაბეკი. აზერბაიჯანის პრეზიდენტის რამდენიმე დადგენილებით ბაბექის რაიონში შედის არაერთი მცირე ერთეული, სოფლები. მათ შორის 2009 წლის ივნისიდან პრეზიდენტის დადგენილებით ბაბექის რაიონის შემადგენლობაში შევიდა: გარახანბეილის, ტუმბულისა და ჰადჟინიათის სოფლები. პრეზიდენტის 2014 წლის დადგენილებით კი ჯულფას რაიონის ყველა სოფელი შევიდა ბაბექის რაიონში. 2017 წლის მონაცემებით რაიონში ცხოვრობ დაახლოებით 74300 ადამიანი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაბეკის რაიონი შეიქმნა 1978 წლის 23 ოქტომბერს, ნახიჩევანის რაიონის ნაცვლად.

რელიეფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიონის უმაღლესი მწვერვალია მთა ბუზგოვი (2475 მეტრი). ბაბექის რაიონის რელიეფი მოიცავს ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილებს, ნაწილობრივ მთიან რაიონებს. ამრიგად, უნდა აღინიშნოს, რომ ჩრდილოეთ ნაწილში შედის: დიუზდაგის ქედი, დარალაგესის ქედი (ბუზგოვი, 2475 მ) და კიზილბოგაზის ქედი (კიზილბოგაზი, 1179 მეტრი). აღმოსავლეთ ნაწილში შედის ზანგზურის ქედი (ნაჰაჯირი, 1807 მეტრი). სამხრეთი ნაწილი გულისტანის დაბლობიდან (1677 მეტრი). რაიონის დასავლეთი ნაწილი არის ნახიჩევანი. ცენტრალურ ნაწილში, სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთში, არის ფერდობები. ეს არის ნახიჩევანის დაბლობი, ბეიუკდუზისა და გულუსტანის დაბლობები.

მდინარეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიონის მთავარი მდინარეებია არაქსი, ჯაგრიჩაი, სირაბი და გაჰაბი. ჯაჰრიჩაიას წყარო მდებარეობს დარალაგესის ქედზე (2320 მეტრი). ეს მდინარეები ძირითადად საზრდოობენ წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. რეგიონში გვხვდება მინერალური წყლები. მდინარეები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ სოფლის მეურნეობაში, განვითარებული სარწყავი სისტემები. ამ მხარეში აშენდა არაერთი წყალსაცავი, მათ შორის აღსანიშნავია: სირაბი, ჯაჰრი და გაჰაბი.

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიონისთვის დამახასიათებელია ნაცრისფერი და რუხი-ნაცრისფერი, მთიანი წაბლის ნიადაგები. ძირითადად ასეთი ნიადაგები გავრცელებულია ჩრდილოეთ რეგიონებში. ბაბექში იცის ცხელი, მშრალი ზაფხული და ცივი ზამთარი. აქ მცენარეები იზრდება უდაბნოში. ძირითადდ არის ნახევრად უდაბნო, ჭაობიანი ლანდშაფტისათვის დამახასიათებელი ადგილები. ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი ცხოველებია: ირანული ლეოპარდი, ფოცხვერი, მგელი, კოიოტი, მელა და მაჩვი. მდინარეები მდიდარია თევზით. ბაბეკის ტერიტორია მდიდარია მინერალებით, როგორიცაა: ქვა, მარილი და სამშენებლო მასალები.

ღირსშესანშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიონი გამორჩეულია ღირსშესანიშნაობებით, მათ შორის საინტერესოა: გოვურგალის დასახლება, რომელიც მიეკუთვნება ბრინჯაოს ხანას თარიღდება (ძვ. წ. III - მე-2 ათასწლეულით) და მდებარეობს არაქსის მარცხენა სანაპიროზე. რაიონის ცენტრალურ ნაწილში არის ნარინგალა (ნარინ ყალა). ძირითადად ქალაქის მოსახლეობა დაკავებული იყო სოფლის მეურნეობით, მეცხოველეობით, ლითონებით და ჭურჭლით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]