მიქელანჯელო ანტონიონი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიქელანჯელო ანტონიონი
Michelangelo Antonioni.jpg
დაბადების ადგილი ფერარა, იტალია
დაიბადა 29 სექტემბერი, 1912
გარდაიცვალა 30 ივლისი, 2007
რომი, იტალია
საქმიანობა რეჟისორი
შემოქმედების წლები 1942-2004
მეუღლე(ები) ლეტიცია ბალბონი (1942–1954)

ენრიკა ანტონიონი (1986–2007)

სხვა ჯილდოები
ოქროს პალმის რტო 1967 წ.

მიქელანჯელო ანტონიონი (Michelangelo Antonioni) (29 სექტემბერი, 191230 ივლისი, 2007) — იტალიელი კინორეჟისორი.

ანტონიონი დაიბადა ქალაქ ფერარაში. დაამთავრა ბოლონიის უნივერსიტეტი ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხით. 1939 წელს მუშაობა დაიწყო რომში. რეჟისორული დებიუტი ანტონიონიმ 1942 წელს დოკუმენტური ფილმით „ადამიანები მდინარე პოდან“ დაიწყო. მის შემოქმედებას ეკუთვნის ეგზისტენციალისტური ტრილოგია: „თავგადასავალი“, „ღამე“ და „დაბნელება“, ასევე „ზაბრისკი პოინტი“, რომლის მუსიკა Pink Floyd-ს ეკუთვნის და „პროფესია რეპორტიორი“ ჯეკ ნიკოლსონის მონაწილეობით. ფილმი „წითელ უდაბნო“ 1964 წელს ვენეციის კინოფესტივალზე ოქროს ლომით დაჯილდოვდა. კინორეჟისორი ყურადღებას ყოველთვის ადამიანებს შორის კომუნიკაციის პრობლემაზე ამახვილებდა. მისი მუზა მსახიობი მონიკა ვიტი იყო. ამ უკანასკნელს რამდენიმე მთავარი როლი აქვს შესრულებული ანტონიონის ფილმებში.

რჩეული ფილმოგრაფია [რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]