ზაბრისკი პოინტი (ფილმი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზაბრისკი პოინტი

ფილმის პოსტერი
რეჟისორი მიქელანჯელო ანტონიონი
პროდიუსერი კარლო პონტი
სცენარის ავტორი მიქელანჯელო ანტონიონი
როლებში მარკ ფრეჩეტი
დარია ჰალპრინი
პოლ ფიქსი
ბილ გერევეი
კეთლინ კლივერი
როდ ტეილორი
გ.დ. სპრედლინი
კომპოზიტორი პინკ ფლოიდი
ჯერი გარსია
კალეიდოსკოპი
ოპერატორი ალფინო კონტინი
კინოსტუდია MGM
გამოსვლის თარიღი 1970
ხანგრძლივობა 110 წუთი
ქვეყანა აშშ
ბიუჯეტი 7000000$
IMDb პროფილი

ზაბრისკი პოინტიმიქელანჯელო ანტონიონის 1970 წლის ფილმი, რომელშიც აღწერილია იმ დროის ამერიკული კონტრკულტურა. ის მოგვითხრობს ახალგაზრდა წყვილის - იდეალისტი მდივნის და მებრძოლი რადიკალის ისტორიას.

სიუჟეტი[რედაქტირება]

ფილმი ასახავს მე-20 საუკუნის 60-იანი წლების მიწურულის ამერიკას. ფილმი ორი დამოუკიდებელი სიუჟეტური ხაზისგან შედგება. მარკი, ყოფილი სტუდენტი, ესწრება სტუდენტების დემონსტრაციას, რომელსაც პოლიცია დაარბევს. მარკი, რომელსაც თან პისტოლეტი აქვს, გახდება ეჭვმიტანილი პოლიციელის მკვლელობაში. ამიტომაც ის მოიპარავს კერძო თვითმფრინავს და გარბის ქალაქიდან.

დარია ახალგაზრდა მდივანია, რომელიც საკუთარი უფროსის დავალებით სიკვდილის ველზე მდებარე უფროსის აგარაკისკენ მიიჩქარის. ორი პერსონაჟი ერთმანეთს შეხვდება სიკვდილის ველის ერთ ადგილას, რომელსაც ზაბრისკი პოინტი ეწოდება. აქ ისინი სეირნობენ, საუბრობენ და კამათობენ ფილოსოფიურ თემებზე. ერთმანეთთან სექსის შემდეგ დარია და მარკი ერთმანეთს დაშორდებიან: მარკი გაფრინდება ლოს-ანჟელესში, რათა დაბრუნოს გატაცებული თვითმფრინავი, ხოლო დარია გზას განაგრძობს უფროსის აგარაკისკენ. ლოს-ანჟელესის პოლიცია მარკს მოკლავს თვითმფრინავით დაშვების დროს, ხოლო დარია ამ ამბავს რადიოს მეშვეობით შეიტყობს. მიუხედავად იმისა, რომ დარია მივა აგარაკზე, ვერ შეძლებს იქ გაჩერებას და გაიქცევა.

ფილმი მთავრდება სცენით, როცა დარია დგას და შორიდან უყურებს თავისი უფროსის აგარაკს და წარმოსახვაში რამდენიმეჯერ ააფეთქებს მას.

როლებში[რედაქტირება]

მთავარ როლებში არიან მარკ ფრეჩეტი და დარია ჰალპრინი, რომელთაგან არც ერთს ჰქონია სამსახიობო გამოცდილება.

სხვა მსახიობები:

ჰარისონ ფორდი თამაშობს ერთ-ერთი დემონსტრანტი სტუდენტის როლს პოლიციის განყოფილებაში, მაგრამ მონტაჟის შემდეგ მისი ყველა კადრი ამოჭრეს.

გადაღება[რედაქტირება]

სცენარი დაწერეს ანტონიონიმ, ახალგაზრდა იტალიელმა რეჟისორმა ფრანკო როსეტიმ, ამერიკელმა დრამატურგმა სემ შეპარდმა, სცენარისტმა ტონინო გუერამ და ბერნარდო ბერტოლუჩის მეუღლემ კლერ პეპლოუმ. ფილმის სახელი აღებულია სიკვდილის ველზე არსებული გეოგრაფიული ობიექტის ზაბრისკი პოინტის დასახელებიდან, სადაც გადაღებულია უდაბნოს სიყვარულის სცენა.

მუსიკა[რედაქტირება]

ფილმის საუნდტეკის ალბომში, Zabriskie Point, შესულია სხვადასხვა შემსრულებლის ნამუშევრები, მათ შორისაა პინკ ფლოიდი, The Youngbloods, კალეიდოსკოპი, ჯერი გარსია, პეტი პეიჯი და Grateful Dead. როლინგ სტოუნზის სიმღერა You Got the Silver არ შესულა ალბომში. პინკ ფლოიდის, ჯერი გარსიასა და კალეიდოსკოპის სიმღერები დაიწერა სპეციალურად ფილმისთვის.

პინკ ფლოიდის მელოდია სიმღერიდან Us and Them თავდაპირველად რიჩარდ რაიტმა დაწერა ფილმისთვის. ნომრის სახელწოდება იყო ”The Violent Sequence”. მაგრამ მიქელანჯელო ანტონიონიმ ის არ გამოიყენა. როგორც როჯერ უოტერსი იხსენებს, ანტონიონის პასუხი იყო: ”იცი, ლამაზია, მაგრამ ძალიან სევდიანი. ეკლესიას მაგონებს.” სიმღერა თაროზე შემოდეს, მოგვიანებით ის გამოიყენეს ალბომში The Dark Side of the Moon.

ფილმისთვის დაიწერა დორსის სიმღერა ”L' America”, მაგრამ ანტონიონიმ არც ის გამოიყენა. სიმღერა შევიდა დორსის ალბომში L.A. Woman.

კრიტიკული გამოხმაურება[რედაქტირება]

”ზაბრისკი პოინტი” კინოგაქირავებაში ჩავარდა. კრიტიკოსებმა შეუტიეს ფილმს, ხოლო კონტრკულტურული აუდიენცია, რომელზეც მწარმოებლები აკეთებდნენ გათვლას, არ დაინტერესებულან ანტონიონის ნამუშევრით. ფილმის ბიუჯეტი 7 000 000$ იყო, აქედან მხოლოდ 900 000$-ის ამოღება მოხერხდა. მოგვიანებით, კინომცოდნეებმა, როგორებიც არიან რობერტ ფილფ კოლკერი და სემ როდი, ხაზი გაუსვეს ამ ფილმის მნიშვნელობას ანტონიონის შემოქმედებაში.

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება]

  • ფილმის გადაღების შემდეგ, მარკ ფრეჩეტი და დარია ჰალპრინი გადავიდნენ მელ ლიმენის ბოსტონის კომუნაში. 1972 წელს ჰალპრინი დაქორწინდა დენის ჰოპერზე. 1973 წელს ფრეჩეტმა მონაწილეობა მიიღო ბანკის ძარცვაში, რომლის დროსაც, მისი ერთ–ერთი თანამონაწილე მოკლეს. მას მიუსაჯეს 15 წლიანი პატიმრობა. ის მოკვდა ციხეში, საეჭვო გარემოებაში.
  • მუსიკოსი ჯონ ფეჰი, თავის წიგნში How Bluegrass Music Destroyed My Life, წერს, თუ როგორი უსიამოვნო იყო ანტონიონისთან მუშაობა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]