ბუტლეგური ჩანაწერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბუტლეგი.

ბუტლეგური ჩანაწერი (ინგლ. Bootleg Recording) არის აუდიო ან ვიდეო ჩანაწერი, ძირითადად - არალეგალური ფორმის. მასზე ხშირად წარმოდგენილია ამა თუ იმ მუსიკოსის კონცერტი. როგორც წესი, ბუტლეგი არაოფიციალური სახის გამოცემაა, თუმცა უკანასკნელ წლებში სულ უფრო მეტი მუსიკოსი მის გამოცემას მიმართავს და ოფიციალურ ბუტლეგებს უშვებს. ამის მაგალითია ჯგუფი კინგ კრიმსონი.

ბუტლეგებში ხშირად შეტანილია კონცერტებზე შესრულებული სიმღერები ან სტუდიური ჩანაწერები, რომლებიც არსად არ გამოცემულა. თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით ნებისმიერ მსურველს აქვს საშუალება, კონცერტზე ჩაიწეროს სიმღერები, შემდეგ კი, ხმისჩამწერი მოწყობილობიდან საკუთარ კომპიუტერში გადაიტანოს და მოისმინოს. ხშირად ამ პროცესს "მეკობრული" ჩანაწერების გავრცელებას უწოდებენ, თუმცა ასეთი ჩანაწერების გავრცელებისას, პირველწყარო ცდილობს, არ მიიღოს რამე სახის სარგებელი და არ გაყიდოს ეს ჩანაწერები. დღესდღეობით "ბუტლეგერები" უფასოდ ავრცელებენ ბუტლეგებს და, მუსიკოსისგან პრობლემების თავის არიდების მიზნით აფრთხილებენ ყველას, რომ ჩანაწერი ასევე უფასოდ უნდა გადაეცეს ნებისმიერ სხვა პირს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]