Breathe — მეორე კომპოზიცია ჯგუფ პინკ ფლოიდის ალბომიდან The Dark Side of the Moon, რომელიც უერთდება შემდეგ კომპოზიციას, On the Run. ამ სიმღერაში, პირველად ალბომზე ჟღერს ლირიკა, დაწერილი როჯერ უოტერსის მიერ. სიმღერაში მთავარ ვოკალურ პარტიას ასრულებს დევიდ გილმორი - ჩაწერილია მისი ორმაგი ვოკალი, სადაც ერთ-ერთი ხმოვანი ბილიკი პოლიფონიურად ეწყობა მეორეს.
სიმღერა არის ალბომის ერთგვარი პროლოგი, წინა კომპოზიციასთან, Speak to Me ერთად. სიმბოლურად ის აღნიშნავს დაბადებას, რადგან ტექსტი ავტორი მიმართავს უცნობ პიროვნებას (სავაუდოდ, ახლადშობილს), რომელსაც მომავალი ცხოვრებისათვის რჩევა-დარიგებას აძლევს.
- P•U•L•S•E - როგორც ალბომზე, ასევე ფილმში კომპოზიის ხანგრძლივობა 2:33 წუთია.
- სიმღერა ასევე შესრულდა კონცერტზე Live 8, სადაც გაერთიანდა Breathe და Breathe (Reprise). მანამდე ასეთი სახით ჯგუფს ის არ შეუსრულებია.
- როჯერ უოტერსის მიერ გამოცემულ ფილმში In the Flesh: Live ამ სიმღერას ორ ხმაში ასრულებენ ჯონ კერინი და დოილ ბრემჰოლი.
- როჯერ უოტერსმა 3 წლით ადრე ჩაწერა სიმღერა Breathe, ალბომისათვის Music from The Body. მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი მკვეთრად განსხვავდება 1973 წლის ვერსიისგან, იდეოლოგიურად ის იდენტურია.
- ფილმის Remember That Night და ალბომის Live in Gdańsk ანოტაციებში კომპოზიციას ეწოდება Breathe (In The Air) და არა Breathe.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]