ალან პარკერი
| ალან პარკერი | |
ალან პარკერი |
|
| დაბადების სახელი | ალან უილიამ პარკერი |
| დაბადების ადგილი | ისლინგტონი, ლონდონი, ინგლისი |
| დაიბადა | 14 თებერვალი, 1944 |
| საქმიანობა | რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, მსახიობი |
| შემოქმედების წლები | 1971 - დღემდე |
| მეუღლე(ები) | ლაიზა მორენი |
| მშობლები | ელზი ელენ პარკერი (დედა) უილიამ ლესლი პარკერი (მამა) |
| BAFTA | |
|---|---|
| საუკეთესო სცენარი (1976) საუკეთესო რეჟისორი (1978 და 1991) |
|
სერ ალან უილიამ პარკერი, ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კავალერი (დაბ. 1944 წლის 14 თებერვალს) - ცნობილი ინგლისელი რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი და მსახიობი, დიდი ბრიტანეთის რეჟისორთა გილდიის თანადამაარსებელი.
სექციების სია |
ცხოვრება და კარიერა [რედაქტირება]
პარკერი დაიბადა მუშათა კლასის ოჯახში, ისლინგტონში, ლონდონის ერთ-ერთ რაიონში, დედის, ელსი ელენის (კაბების მკერავის) და მამის, უილიამ ლესლი პარკერის (სახლების მღებავის) ოჯახში. იგი დადიოდა ელის ოუენის სახელობის სკოლაში. 1960 და 1970-იან წლებში მისი კარიერა დაიწყო სარეკლამო სააგენტოს საავტორო უფლებათა აგენტის თანამდებობით. მოგვიანებით მან სატელევიზიო რეკლამების სცენარებიც შექმნა. ამ ჟანრში მისი ერთ-ერთი ცნობილი ნამუშევარი იყო ჩინზანოს რეკლამა (რომელიც ბრიტანეთის ტელეეთერში გადაიცემოდა).
კინოკარიერა პარკერმა დაიწყო პროდიუსერ დევიდ პუტჰემთან ერთად, ფილმით მელოდია (1971). მოგვიანებით პუტჰემი მისი რამდენიმე ცნობილი ფილმის პროდიუსერად იქცა, მათ შორის - შუაღამის ექსპრესის (1978). ამ ფილმმა მნიშვნელოვანი სკანდალი გამოიწვია, ვინაიდან მისი მოქმედება მიმდინარეობდა თურქეთის ერთ-ერთ ციხეში. მაგრამ ფილმმა რეჟისორს პირველი ოსკარი მოუტანა, წლის საუკეთესო რეჟისორისა და წლის საუკეთესო ფილმის კატეგორიაში. 1988 წელს იგი ასევე ნომინირებული იქნა საუკეთესო რეჟისორის წოდებაზე ფილმით მისისიპი იწვის (1988).
მთელმა რიგმა მისი ფილმებისა დიდი მოწონება დაიმსახურა. ესენია: ბაგსი მელოუნი (1976), დიდება (1980), პინკ ფლოიდი: კედელი (1982), The Commitments (1991) და ევიტა (1996).
2002 წელს პარკერს მიენიჭა ბრიტანეთის იმპერიის კავალერის წოდება. სანდერლენდის უნივერსიტეტმა მას მიანიჭა საპატიო დოქტორის წოდება (2005). პარკერი ასევე საფეხბურთო კლუბ არსენალის მოყვარულია და ხშირად ესწრება მის თამაშებს.[1]
ფილმოგრაფია [რედაქტირება]
- მელოდია (1971)
- ჩვენი სისი (1974) (მოკლემეტრაჟიანი)
- ნაბიჯები (1974) (მოკლემეტრაჟიანი)
- ევაკუირებულები (1975) (ტელეფილმი)
- ბაგსი მელოუნი (1976)
- შუაღამის ექსპრესი (1978)
- დიდება (1980)
- გადასახლდი გადაუხდელად (1982)
- პინკ ფლოიდი: კედელი (1982)
- ჩიტუნა (1984)
- ანგელის გული (1987)
- მისისიპი იწვის (1988)
- შეხედე სამოთხეს (1990)
- The Commitments (1991)
- ველვილის გზა (1994)
- ევიტა (1996)
- ანჯელას ნეშტი (1999)
- დევიდ გეილის ცხოვრება (2003)
სქოლიო [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Alan Parker — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (ინგლისური)