შინაარსზე გადასვლა

ლუკა (ლომიძე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუკა
საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი

მეუფე ლუკა
პროვინცია კახეთი
ეპარქია საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქია
ეკლესია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ინთრონიზაცია 2003
პირადი მონაცემები
საერო სახელი ვაჟა ფარნაოზის ძე ლომიძე
დაბადების თარიღი 14 სექტემბერი, 1966 (1966-09-14) (58 წლის)
ეროვნება ქართველი
რელიგია ქრისტიანობა

ეპისკოპოსი ლუკა (ერისკაცობაში — ვაჟა ფარნაოზის ძე ლომიძე; დ. 14 სექტემბერი, 1966, თბილისი) — საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი.

1992 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი; 1995 წლიდან ზედაზნის მამათა მონასტრის მორჩილი იყო. 1997 წლის დიდმარხვის I კვირაში ბერად აღიკვეცა. 1998 წლის 13 ივლისს დიაკვნად ეკურთხა. 1998 წლის 12 ნოემბერსმღვდლად. 1998–2003 წლებში იყო დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვარი. 1999 წელს გახდა იღუმენი, 2000 წელს — არქიმანდრიტი, 2003 წლის 29 აგვისტოს ეპისკოპოსად ეკურთხა, 2011 წლის 14 სექტემბრიდან მთავარეპისკოპოსია. დაჯილდოებულია წმინდა გიორგის ორდენით.[1]

კათედრა და რეზიდენცია — ნინოწმინდასა და საგარეჯოში.

  1. ლუკა – საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსი. საქართველოს საპატრიარქო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-05. ციტირების თარიღი: 6 თებერვალი, 2020.