რობინ ჰიჩკოკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რობინ ჰიჩკოკი 2012 წელს.

რობინ ჰიჩკოკი (ინგლ. Robyn Hitchcock, დ. 3 მარტი, 1953) — ბრიტანელი მომღერალი და მუსიკოსი[1].

იგი ცნობილია, როგორც სიდ ბარეტის შემოქმედების ერთ-ერთი დიდი მოყვარული. 1976 წელს ჩამოაყალიბა ნეო-ფსიქოდელიური ჯგუფი The Soft Boys. 2006 წელს ჯგუფი აღდგა და ჩაატარა კონცერტი, რომელზეც ბარეტის პერიოდის პინკ ფლოიდის სიმღერები შეასრულა.

2007 წელს ჩატარდა ორი კონცერტი, რომელიც მიეძღვნა სიდის ხსოვნას - Games for May (ორიგინალური კონცერტის საიუბილეო ვარიანტი) და Madcap's Last Laugh. რობინმა მონაწილეობა მიიღო ორივე მათგანში.

ჰიჩკოკი აგრეთვე გადაღებულია დოკუმენტურ ფილმში „The Pink Floyd And Syd Barrett Story“. ერთ-ერთი ინტერვიუს თანახმად, ბარეტის შემოქმედებიდან მისი საყვარელი სიმღერებია „Wolfpack“ და „Rats“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Trager, Oliver (4 December 1997). The American Book of the Dead. Simon and Schuster, გვ. 64. ISBN 978-0-684-81402-5.