შინაარსზე გადასვლა

სამხრეთი ჯორჯია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამხრეთი ჯორჯია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები
ინგლ. South Georgia and the South Sandwich Islands
სამხრეთი ჯორჯია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები
თარგი:ქვეყნის მონაცემები სამხრეთი ჯორჯია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები
დევიზი: ლათ. Leo terram propriam protegat
"ინგლ. Let the lion protect his own land"
„ლომმა დაიცვას თავისი მიწა“
ჰიმნი: ინგლ. "God Save the King"
"ღმერთო დაიფარე მეფე"
სტატუსი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორია
დედაქალაქი
და
კინგ-ედუარდ-პოინტი
54°17′ ს. გ. 36°30′ დ. გ. / 54.283° ს. გ. 36.500° დ. გ. / -54.283; -36.500
ოფიციალური ენა ინგლისური
მთავრობა კონსტიტუციური მონარქია
 -  მეფე ჩარლზ III
 -  კომისარი კოლინ მარტინ-რეინოლდსი
ფართობი
 -  სულ 3 903 კმ2 
მოსახლეობა
 -  2020 შეფასება 22 (240-ე)
 -  2010 აღწერა 20
ვალუტა გირვანქა სტერლინგი (£)
სასაათო სარტყელი UTC-02:00
თარიღის ფორმატი დდ/თთ/წწწწ
სატელეფონო კოდი +500
ISO 3166 კოდი GS
ინტერნეტ-დომენი .gs
სამხრეთი ჯორჯია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები
სამხრეთი ჯორჯიის კუნძული

სამხრეთი ჯორჯია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები (ინგლ. South Georgia and the South Sandwich Islands) — კუნძულთა ჯგუფი სამხრეთ ატლანტის ოკეანეში, საკმაოდ დაცილებულია კონტინენტს და წარმოადგენს დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიას. ამ კუნძულებიდან აღსანიშნავია სამხრეთი ჯორჯია, რომელიც კონტინენტიდან დაცილებულია 520 კილომეტრით, კუნძულების ფართობი შეადგენს 3903 კვადრატულ კილომეტრს.

ამ ტერიტორტიაზე ადგილობრივი მოსახლეობა არ სახლობს, აქ მრავლადაა გახსნილი დიდი ბრიტანეთის კვლვითი პუნქტები. მდებარეობს საკმაოდ მცირე კუნძული ბირდი, სადაც მდებარეობს ამ ტერიტორიების ადმინისტრაციული ცენტრი კინგ-ედუარდ-პოინტი.

კუნძული სამხრეთი ჯორჯია პირველად აღმოჩენილი იქნა ინგლისელების მიერ 1675 წელს. მოგვიანებით, უკვე ინგლისელებმა დაიწყეს ამ კუნძულის გამოკვლევა და თავიანთი ავანპოსტების დაარსება. 1982 წელს დაწყებული ფოლკლენდის ომის დროს ეს ადგილები ოკუპირებული იქნა არგენტინელების მიერ, მაგრამ ომის დასრულების შემდეგ სამხრეთი ჯორჯია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები კვლავ დიდ ბრიტანეთს დაუბრუნდა.

რაც შეეხება კუნძულ სენდვიჩს, ის პირველად აღმოჩენილი იქნა 1775 წელს ინგლისელი მეზღვაურის ჯეიმზ კუკის მიერ.

ამ კუნძულების ფაუნა განსაკუთრებით მდიდარია. ეს ადგილები მრავალი იშვიათი ჯიშის ცხოველის სამშობლოა, აქ სახლობს დაახლოებით 120 000 სამეფო პინგვინი, აგრეთვე აღსანიშნავია: ალბატროსი, პინგვინი, ქარიშხალა, პრიონი, მეზღვიასებრნი და თოლია.

საკმაოდ მრავალფეროვანია კუნძულების ირგვლივ არსებული ზღვის სამყარო. აქ მრავლადაა სელაპები და ზვიგენები.

სამხრეთის გიგანტური ქარიშხალა, სამხრეთ ჯორჯიის კუნძულზე
120 000 სამეფო პინგვინი, სამხრეთ ჯორჯიის კუნძულზე
მოხეტიალე ალბატროსი, სამხრეთ ჯორჯიის კუნძულზე

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მთავრობა
სხვა