მილი (ერთეული)
იერსახე
მილი (ინგლ. mile < ლათ. milia passuum — „ათასი ორმაგი რომაული ნაბიჯი“) — სიგრძის საზომი ერთეული, რომელიც გავრცელდა ერთეულთა ნაციონალურ არამეტრულ სისტემებში და რომელსაც ახლა უმთავრესად საზღვაო საქმეში იყენებენ. მრავალ ქვეყანაში იყენებენ საზღვაო მილს, რომელიც საერთაშორისო ჰიდროგრაფიული კონფერენციის თანახმად (1929) უდრის 1,852 კმ - მერიდიანის 1’-იანი რკალის საშუალო სიგრძეს. 1მილი (საზღვაო) = 10 კაბელტოვს.
მილის სიგრძე მერყეობს სხვადასხვა ქვეყანაში 0,59 კმ-დან (ეგვიპტე) 11,2 კმ-მდე (ძველჩეხური მილი).
- დიდ ბრიტანეთში 1 საზღვაო მილი = 1,853184 კმ
- 1 სახმელეთო საწესდებო მილი = 1,609344 კმ (იყენებენ აშშ-შიც)
- გეოგრაფიული მილი (გერმანული) = 1/15° ეკვატორისა = 7,4204 კმ
- ძველი რუსული მილი = 7 ვერსტს = 7,46760 კმ
- ძველი რომაული მილი = 1,698 კმ (ზოგიერთი მონაცემებით 1,481 კმ)
- ბრიტანულ-ამერიკული: 1 მილი = 8 ფარლონგს = 1,6093 კმ
- საზღვაო: 1 მილი = 1,852 კმ
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 696.