შინაარსზე გადასვლა

ტყვიავის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტყვიავის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ჩუღურეთის რაიონი
ისტორიული რაიონი ძველი კუკია
წინა სახელები ეკლესიის ქუჩა, კოლხიდის ქუჩა, ნარიყალის ქუჩა

ტყვიავის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (ძველი კუკია); დავით აღმაშენებლის გამზირიდან მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. ადრე ერქვა ეკლესიის ქუჩა, 1923 წელს ეწოდა კოლხიდის ქუჩა. თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ნარიყალის ქუჩა. XX საუკუნის 40-იან წლებში დაერქვა ტყვიავის ქუჩა. აქვს 1 ჩიხი.