ბაქოს ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაქოს ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ჩუღურეთის რაიონი
წინა სახელები ობსერვატორიის ქუჩა, ასათიანის ქუჩა

ბაქოს ქუჩა — ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში; დავით აღმაშენებლის გამზირიდან მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის შუა წლებში. 1862 წელს მიხეილის ქუჩაზე (ახლანდელი დავით აღმაშენებლის გამზირი) აშენდა თბილისის გეოფიზიკური (ყოფილი მაგნიტურ-მეტეოროლოგიური) ობსერვატორიის შენობა და ფასადიდან ჩრდილოეთით მიმართულ ქუჩას დაერქვა ობსერვატორიის ქუჩა, შემდეგ ასათიანის ქუჩა ერქვა. 1900 წელს სახელი შეეცვალა და ეწოდა ბაქოს ქუჩა. შემონახულია XIX საუკუნის II ნახევრის საცხოვრებელი სახლები, მათ შორის გამოირჩევა სახლი N2 (არქიტექტორი პ. შტერნი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]