ეგნატე ნინოშვილის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეგნატე ნინოშვილის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ჩუღურეთის რაიონი
წინა სახელები ალექსანდრეს ქუჩა

ეგნატე ნინოშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, (ოქროსუბანი). გიორგი მაზნიაშვილის ქუჩიდან თამარ მეფის გამზირამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის I ნახევარში. ეგნატე ნინოშვილის ქუჩა ერთ-ერთი იმ 32 ქუჩიდან, რომელიც გაყვანილია1846 წელს შექმნილი „თბილისის გარეუბნის მომწყობი კომისიის“ მიერ. თბილისის 1867 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ალექსანდრეს ქუჩა. სახელწოდება უკავშირდება იქვე მდგარ წმინდა ალექსანდრე ნეველის ეკლესიას. 1922 წელს დაერქვა ეგნატე ნინოშვილის სახელი. თბილისის 1934 წლის გეგმაზე ქუჩის მონაკვეთი, კონსტანტინე ფოცხვერაშვილის ქუჩიდან თამარ მეფის გამზირამდე, დატანილია როგორც ყვირილას ქუჩა. ქუჩაზეა კანისა და ვენერიულ სნეულებათა სამეცნიერ-კვლევითი ინსტიტუტი. შემონახულია XIX საუკუნის საცხოვრებელი სახლები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]