შიო არაგვისპირელის ქუჩა
იერსახე
შიო არაგვისპირელის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ჩუღურეთის რაიონი |
წინა სახელები | იაზონ თუმანიშვილის ქუჩა, თუმანოვის III ქუჩას, თამარის ქუჩა |
შიო არაგვისპირელის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (ახალი კუკია); ადიგენის ქუჩიდან დოდო და კოტე ხიმშიაშვილების ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის 70-იან წლებში. 1875 წელს ქუჩას ეწოდა ქალაქისთავის — იაზონ თუმანოვის (თუმანიშვილის) სახელი, რომელიც ამ რაიონში მიწის დიდ ნაკვეთს ფლობდა. მის სახელს ატარებდა რამდენიმე ქუჩა. 1900 წელს თუმანოვის III ქუჩას თამარის ქუჩა დაერქვა. როგორც ჩანს, თამარ მეფის პატივსაცემად. 1922 წელს შიო არაგვისპირელის სახელი ეწოდა. აქვს 1 შესახვევი (ყოფილი თამარის შესახვევი), 1 ჩიხი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 20, ISBN 978-99928-20-35-3.