გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩა
იერსახე
| გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩა | |
|---|---|
|
| |
| საერთო ინფორმაცია | |
| ქვეყანა |
|
| ქალაქი |
|
| რაიონი | ჩუღურეთის რაიონი |
| უბანი | ახალი კუკია |
| წინა სახელები | ანდრიას ქუჩა, სერგო ორჯონიკიძის ქუჩა, კარლ მარქსის ქუჩა |
გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს ჩუღურეთის რაიონში (ახალი კუკია); გიორგი ჩიტაიას მოედნიდან თამარ მეფის გამზირამდე. ყოფილი სერგო ორჯონიკიძის ქუჩის მონაკვეთი. წარმოიქმნა XIX საუკუნის II ნახევარში. 1922 წლამდე ანდრიას ქუჩა ერქვა (ასეა დატანილი თბილისის 1876 წლის გეგმაზე), შემდეგ — სერგო ორჯონიკიძის, 1930 წელს კარლ მარქსის სახელი ეწოდა, შემდეგ — ისევ ორჯონიკიძის. 1990 წელს ორჯონიკიძის ქუჩის ერთ მონაკვეთს გიორგი ჩუბინაშვილის, ხოლო მეორე მონაკვეთს — თევდორე მღვდელის სახელი ეწოდა. შემონახულია XIX საუკუნის დასასრულის საცხოვრებელი სახლები, №22-ში განთავსებულია ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 194, ISBN 978-99928-20-35-3.