პლატონის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პლატონის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ჩუღურეთის რაიონი
ისტორიული რაიონი ჩუღურეთი
წინა სახელები მონუმენტის შესახვევი

პლატონის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (ჩუღურეთი); დიდხევის დაღმართიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის 80-იან წლებში. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილი ქუჩების სიაში შეტანილია როგორც მონუმენტის შესახვევი. სახელწოდება უკავშირდება ახლანდელ ზაარბრიუკენის მოედანზე 1867 წელს დადგმულ კავკასიის მეფისნაცვლის მიხეილ ვორონცოვის მონუმენტს. 1923 წელს პლატონის სახელი დაერქვა. შემონახულია XIX საუკუნის დასასრულის საცხოვრებელი სახლები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]