გიორგი ჩიტაიას ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი ჩიტაიას ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ჩუღურეთის რაიონი
ისტორიული რაიონი ახალი კუკია
წინა სახელები ავჭალის ქუჩა, საბჭოს ქუჩა, ვასილ ჩერქეზიშვილის ქუჩა, კარლ მარქსის ქუჩა

გიორგი ჩიტაიას ქუჩა — ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (ახალი კუკია); გიორგი ჩიტაიას მოედნიდან ცოტნე დადიანის ქუჩამდე. ყოფილი საბჭოს ქუჩის მონაკვეთი (ახლანდ. ცოტნე დადიანისა და არნოლდ ჩიქობავას ქუჩებთან ერთად). წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის 1851 წლის გეგმაზე დატანილია ავჭალის ქუჩის სახელით (შუა საუკუნეებში აქ გადიოდა ავჭალის გზა). 1910 წელს ეწოდა ვასილ ჩერქეზიშვილის სახელი, 1922 წელს — საბჭოს ქუჩა, 1930 წელს — კარლ მარქსის, 1938 წელს — კვლავ საბჭოს ქუჩა, 1992 წელს კი გიორგი ჩიტაიას სახელი დაერქვა. შემონახულია XX საუკუნის დასაწყისის საცხოვრებელი სახლები. აქვს 1 ჩიხი (თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც კარლ მარქსის II შესახვევი).

2023 წელს გიორგი ჩიტაიას ქუჩის ერთ მონაკვეთს (ფიროსმანის მოედნიდან გია ყანჩელის ქუჩამდე) და მასთან არსებულ უსახელო სკვერს გია მოსეშვილის სახელი ეწოდა (იხ. გია მოსეშვილის ქუჩა).[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]